,,ეს არ არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც რუსეთს შეუძლია”- ვლადიმერ პუტინი

,,ეს არ არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც რუსეთს შეუძლია,” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა: არის თუ არა უკრაინაზე ამჟამინდელი მასირებული დარტყმები პასუხი სევასტოპოლში ბოლო მოვლენებზე.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას შეთანხმებები, საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა და მოლაპარაკება.

„იმისთვის, რომ რამის შეთავაზება მოხდეს მოლაპარაკებებზე, საჭიროა, ეს მოლაპარაკებები შედგეს. მოლაპარაკებების საკუთარი პოზიციის წინასწარ გასაჯაროება ყოველთვის მიზანშეწონილი არ არის, რათა მოხდეს ეროვნული მიზნების მიღწევა… თუმცა იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას შეთანხმებები, საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა და მოლაპარაკება. აი, ჩვენ სტამბოლში შევთანხმდით, ისინი კი ადგნენ შემდგომ და ყველაფერი ნაგავში გადაყარეს. ახლა კი საერთოდ, როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ, საკუთარ თავს აუკრძალეს ჩვენთან საუბარი. როგორ შეიძლება ვისაუბროთ შესაძლო შეთანხმებებზე, როცა იქითა მხრიდან ჩვენთან საუბრის სურვილიც კი არ არის. დაველოდებით, შესაძლოა, მომწიფდეს რამე აუცილებელი პირობები, ჩვენი კეთილი ნება ცნობილია, ის არ შეცვლილა და ეჭვქვეშ არ დაყენებულა“, – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი თემები