,,ქართულმა ოცნებამ” მოგვცა შეუფასებელი ისტორიული კანონზომიერება, ვისწავლეთ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება”- ნიკა გვარამია

“მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე სააპელაციო სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა. სხდომა სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

სხდომის დაწყებამდე ნიკა გვარამია სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ “ქართულმა ოცნებამ” შეუფასებელი ისტორიული კანონზომიერება მისცა ქვეყანას.

,,ჩვენ ქართულმა ოცნებამ მოგვცა ერთი შეუფასებელი ისტორიული კანონზომიერება, ჩვენ ვისწავლეთ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება, როგორი ხელისუფლება არ უნდა ავირჩიოთ არცერთ შემთხვევაში, როგორი ადამიანები, როგორი პოლიტიკოსები, ჩვენ ცდისა და შეცდომის მეთოდით ვისწავლეთ რა და ვინ არ შეიძლება იყოს ხელისუფლებაში, რომ ოლიგარქია არის კატასტროფა, როგორი, ერთი შეხედვით კეთილი ზრახვებითაც არ უნდა მოძრაობდეს იგი. ეს აცრა, ისტორიული აცრა, რომელიც ჩვენ გავიკეთეთ, სრულიად დარწმუნებული ვარ რომ ამ ვირუსს, აღარასოდეს აღარ შეგვყრის, ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი თემები