„ქართულ ოცნებაში“ არის ზეიმი, სამარცხვინო ბოძზე გასაკრავთა სიაში მხოლოდ ხუთი ადამიანი გადაიყვანეს”- რომან გოცირიძე

,როგორც ჩანს, ივანიშვილი ახალ პარტიას ქმნის და ამ პარტიას პირველ რიგში იმ ადამიანებით ავსებს, რომელთაც ღირსება მაინც და მაინც მთავარ ღირსებად არ მიაჩნიათ,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

რომან გოცირიძე  გამოეხმაურა „ქართული ოცნებიდან“ კიდევ 5 დეპუტატის მოძრაობა „ხალხის ძალაში” გადასვლას.

„ქართულ ოცნებაში“ არის ზეიმი, სამარცხვინო ბოძზე გასაკრავთა სიაში მხოლოდ ხუთი ადამიანი გადაიყვანეს და დანჩენილები არიან ბედნიერები, თუმცა ეს ბედნიერება დიდი ხანი არ გაგრძელდება, გაფართოების მესამე ტალღაც იქნება და ის ადამიანები, რომლებიც დღეს მშვიდად გრძნობენ თავს და ჰგონიათ, აიცილეს მოღალატის, პრორუსის, ანტიდასავლელის იარლიყი, ეს დროებითია, რადგან როგორც ჩანს, ივანიშვილი ახალ პარტიას ქმნის და ამ პარტიას პირველ რიგში იმ ადამიანებით ავსებს, რომელთაც ღირსება მაინც და მაინც მთავარ ღირსებად არ მიაჩნიათ. ვინ გადავიდოდა, რამდენიმე გვარი დავასახელე და ეს ახდა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი თემები