ომის პერიოდში, უკრაინამ მინიმუმ 565 მილიარდი დოლარის ზარალი მიიღო

ზარალი, რომელიც უკრაინამ ქვეყანაში რუსეთის შეჭრისა და საომარი მოქმედებების დაწყების შედეგად მიიღო, ნახევარ მილიად დოლარს აჭარბებს.  პრემიერ მინისტრის ინფორმაციით, ციფრები ყოველ დღე იზრდება.

„წინასწარი მონაცემებით, რუსეთის შეჭრის შედეგად, უკრაინისთვის მიყენებული ზარალი 565 მილიარდ დოლარს შეადგენს. მთავრობაში უკვე შექმნილია ჯგუფი, რომელიც რუსეთის აგრესიის შედეგად ქვეყნის ეკონომიკისთვის მიყენებულ ზარალს აფასებს“ – აცხადებს  უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი.

მსგავსი თემები