,,მოსამართლეებს ნიშნავენ ყველაზე არასანდო პოლიტიკოსები, სასამართლოში მთავარი პრობლემა ნდობაა”- ვახტანგ მეგრელიშვილი

ვახტანგ მეგრელიშვილმა სასამართლო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ  სასამართლო სისტემაში მთავარი პრობლემაა ნდობა. მისი თქმით, უკვე 30 წელია  მოსამართლეებს ნიშნავენ ყველაზე არასანდო პოლიტიკოსები.

,,ჯერჯერობით რაზეც საუბარი იყო, ყველაზე მეტი ტექნიკური სამუშაო და დაგეგმვა გააკეთა “ქართულმა ოცნებამ”, მოგვცეს თავიანთი ანალიზი და ვიწყებთ პროცესს. ჩვენი პოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებით ვისაც აინტერესებს, ეს წლებია იცის. მსგავსი იდეები დღეს არ განხილულა, საერთოდ არანაირი იდეა არ განხილულა, მთავარი არის, რომ ეს პროცესი ვაწარმოოთ რაც შეიძლება ბევრი ხალხის ჩართულობით, ენჯეოები იქნება, ოპოზიციონერი კოლეგები თუ ა.შ. ჩვენ გვაქვს ერთი კვირა, რომ ჩვენი პოზიციები მოვამზადოთ შინაარსობრივად და პირველად შევხვდეთ სასამართლოს თაობაზე სასაუბროდ. ” გირჩის” აზრით სასამართლოში მთავარი პრობლემა ნდობაა, მოსამართლეებს ნიშნავენ ყველაზე არასანდო პოლიტიკოსები, პარლამენტში რომ ხალხი დადის, ამ პარლამენტს რომ ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს, ის ხალხი ნიშნავს 30 წელია მოსამართლეებს, შეუძლებელია მათ საკუთარი ნდობა გააჩნდეთ, გამომდინარე იქიდან ვინ ნიშნავს, ჩვენი აზრით ეს ფუნდამენტური პრობლემაა, მე წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უპასუხებს ამ პრობლემას სამუშაო ჯგუფი, მაგრამ სამაგიეროდ, იქნება საშუალება, სრულიად სხვა ტრიბუნიდან გააჟღერო ის, რისიც გჯერა,”- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მსგავსი თემები