სუიციდი გლდანის ციხეში – სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პენიტენციური სამსახურის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.

მათივე ცნობით, გამოძიების დაწყების საფუძველი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე პენიტენციური სამსახურიდან შემოსული შეტყობინება გახდა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის 11 ივლისს, დაახლოებით 03:10 საათზე​ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა სუიციდი განახორციელა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს“, – აღნიშნავენ უწყებაში.

 

გლდანის ციხეში  პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს

მსგავსი თემები