,,სოზარ სუბარს ამ ქვეყანაში უფრო მეტი ევროპული საქმე აქვს გაკეთებული, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციების ნახევარზე მეტს”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იმაზე საუბარი, თითქოს სოზარ სუბარის განცხადებები ანტიდასავლური რიტორიკის შემცველია, სასაცილოა. მისი თქმით, სოზარ სუბარს უფრო მეტი ევროპული საქმე აქვს გაკეთებული, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციების ნახევარზე მეტს.

“სასაცილოა, რომ ანტიდასავლურობა დააბრალო სოზარ სუბარს და პროდასავლურობა დააბრალო ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს თუ ზოგიერთ სამოქალაქო აქტივისტს. სოზარ სუბარს ამ ქვეყანაში უფრო მეტი ევროპული საქმე აქვს გაკეთებული, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციების ნახევარზე მეტს, ასე რომ აქ საუბარი თითქოს რაღაც ანტიდასავლური კამპანია არის სასაცილოა უბრალოდ, ეს არის არასერიოზული”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები