,,გაემიჯნეთ ანტიდასავლურ ისტერიას, გადადგით კონკრეტული ნაბიჯები დეოლიგარქიზაციისკენ”- გიორგი ვაშაძე პაპუაშვილს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს. ვაშაძე  შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, გაემიჯნოს ,,ქართულის ოცნებიდან” წასული დეპუტატების განცხადებებს და ანტიდასავლურ რიტორიკას.

„მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს: – შეეშვით ცრუ საქმეს, შეეშვით საქმის იმიტაციას! თქვენ კონსტიტუციით მეორე პირი ხართ – ფორმალურად მაინც. ამიტომ გადადგით პირველი ნაბიჯი დეოლიგარქიზაციისკენ. გაემიჯნეთ იმ ანტიდასავლურ რიტორიკას, რომელსაც ვითომ თქვენგან გამოყოფილი „ტროიკა“ ავრცელებს ხოლმე. გაემიჯნეთ აშშ-ს ელჩზე თავდასხმებს, რასაც თქვენი თანაგუნდელები აკეთებენ. გაემიჯნეთ ანტიდასავლურ ისტერიას, რომელშიც ჩართულია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და გადადგით კონკრეტული ნაბიჯები დეოლიგარქიზაციისკენ. თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, გამოდის, რომ თქვენ ოლიგარქიული რეჟიმის ერთი პატარა ჭანჭიკი ხართ, რომელიც მოქმედებს არა ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მოქმედებს პარტიის ბოსების დავალებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები