,,მინდა გავერკვიო მიხეილ სააკაშვილის ინტერესი რაში მდგომარეობს”- იაგო ხვიჩია სააკაშვილს შეხვდება

,,გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია დღეს, მიხეილ სააკაშვილის მონახულებას აპირებს. ხვიჩიას თქმით, მას სურს გაერკვეს რაში მდგომარეობს სააკაშვილის ინტერესი და როგორ უყურებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.

„მიხეილ სააკაშვილი აქეთ რომ ყოფილიყო და არა უკრაინაში, აქამდეც შევხვდებოდი და გავიცნობდი. აქამდეც იდგა საჭიროება მისი პოზიციის მოსმენის, რადგან ვერ ვუგებდი „ნაცების“ პოზიციას. ამან განაპირობა სწორედ ჩემი შეხვედრის სურვილი, რადგან სხვადასხვა ადამიანისგან სხვადასხვა პოზიცია მოვისმინე, ერთი და იგივე პოზიციის გამო, ზოგი მაქებდა და ზოგი მლანძღავდა და „ქოცებთან” შეკრულს მიწოდებდა. მინდა გავერკვიო მიხეილ სააკაშვილის ინტერესი რაში მდგომარეობს, ეს ადამიანი როგორ უყურებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და ნაკლები დრო დავხარჯო მის თანაპარტიელებთან საუბარში.

მზაობას რაც შეეხება ყველანი ერთად ვნახავთ, მივალ, მოვითხოვ შეხვედრას და დანარჩენს ერთად დაველოდებით. მე მაქვს ცივილურობის მოლოდინი. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა (როგორია) არ ვიცი, მაგრამ “არ შევხვდები” და “არ მცალიას” არ ველოდები,”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები