გორში გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ

გორში,  მოვაჭრეები  გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ და მერთან შეხვედრას ითხოვენ.

არსებული ინფორმაციით, მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეები  გააფრთხილეს და ტერიტორიის გასასუფთავებლად ერთკვირიანი ვადა მისცეს. ორი დღის წინ კი კონსტრუქციების დემონტაჟი განხორციელდა, რასაც გარემოვაჭრეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მერიამ მათ ალტერნატიული ადგილები შესთავაზა, რაზეც მოვაჭრეებმა უარი განაცხადეს.

ადგილზე იმყოფებიან მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები. შელაპარაკების დროს ერთ-ერთი გარემოვაჭრე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

მსგავსი თემები