,,რუსეთს არ მოუგია არც ერთი ომი უკრაინელების გარეშე, მხოლოდ ერთი – საქართველოს წინააღმდეგ”- ალექსეი არეტოვიჩი

„დიახ, კარგი იყო. ყველგან ვლაპარაკობ. მე ფსიქოტიპით საბჭოთა სკოლელი ვარ და არც მიცდია და არც ვაპირებ შეცვლას. ვფიქრობ, ცხოვრების ამ წესზე უკეთესი არ არსებობს,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა, ჟურნალისტის კითხვის ”იყო თუ არა საბჭოთა კავშირი კარგი” საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, კრემლი საბჭოთა კავშირის უკრაინის გარეშე აშენებას ვერ შეძლებს.

„არავითარი ახალი იმპერიის, არავითარი მცდელობა საბჭოთა კავშირის აშენების. კრემლში იდიოტები ფიქრობენ, რომ საბჭოთა კავშირს აშენებენ, უკრაინის გარეშე. ეს არა მხოლოდ ზბიგნევ ბჟეზინსკიმ თქვა, ეს ყველასთვის გასაგებია. საბჭოთა არმიის ყოველი მეორე ოფიცერი უკრაინელი იყო. რუსეთს არ მოუგია არც ერთი ომი უკრაინელების გარეშე. მხოლოდ ერთი – საქართველოს წინააღმდეგ და მაშინაც ბოლომდე ვერ“, – განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.

 

მსგავსი თემები