უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთმა 22500-ზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა 22500-ზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა უკრაინის წინააღმდეგ.

უწყების ცნობით, არსებული მონაცემებიდან 21 677 ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევაა, 73 ომის დაგეგმვა, მომზადება ან წამოწყება და წარმოება, 21 ომის პროპაგანდა, 733 სხვა.

ასევე რეგისტრირებულია 10 922 დანაშაული ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ. აქედან 7606 არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა, 1283 სახელმწიფო ღალატი, 1534 თანამშრომლობა, 87 აგრესორ სახელმწიფოს დახმარება, 64 დივერსიული აქტი და 348 სხვა.

მსგავსი თემები