მასშტაბური ხანძარი პორტუგალიაში – დაშავდა 30-მდე ადამიანი

პორტუგალიაში ტყეებში გაჩენილი ხანძრის შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის მეხანძრეები და ადგილობრივი მცხოვრებლები არიან.

არსებული ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზი მაღალი ტემპერატურა და გვალვაა. დაახლოებით 2 500 ჰექტარი ტერიტორია უკვე დაიწვა  და ცხრა დასახლებული პუნქტის მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.

ამასთან, სინოპტიკოსების ცნობით,  მომდევნო დღეებში პორტუგალიაში ჰაერის ტემპერატურა 43 გრადუსს მიაღწევს.

მსგავსი თემები