“რუსეთთან ასე შეგვაგდეს” – მეუფე ევროპას საყვედურობს

მეუფე იაკობი საქართველოს რუსეთთან პირისპირ დატოვებისთვის ევროპას საყვედურობს. როგორც მეუფემ ქადაგებისას აღნიშნა, ევროპამ დიდი შეცდომა დაუშვა.

„უკრაინას მთელი ევროპა დაუდგა, „იმას“ რუმინეთი დაუდგეს და იმასაც მისცეს და ჩვენ რუსეთთან ასე შეგვაგდეს…. ერთმა ჭკვიანმა ამერიკელმა და მანამდე, სხვა გავლენიანმა ადამიანმა მითხრა, არასამთავრობოებს თქვენთან თუ აქვთ ეკლესიასთან ურთიერთობაო. სულ რამდენიმე არასამთავრობოა ჩვენთან რომ მოდიან. ვუთხარი ძირითადად – არა. დღეს შეიძლება აღარც გვიტევენ…ჭკუა სად აქვთო, ამოდენა ძალის ინსტიტუციაა და მანდ არ მოდიანო. ეკლესიის გარეშე ჩვენთან, საქართველოში ვერავინ ვერაფერს გააკეთებს, „სირცხვლიასავით? დარჩებიან და ასე იქნება.  რომელ სამოქალაქო საზოგადოებაზეა საუბარი, როდესაც ეკლესიის მოსმენა არ უნდათ“ – აღნიშნა  მეუფე იაკობმა ანაგის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის განახლებული ტაძრის კურთხევის შემდეგ ქადაგებისას.

მისივე შეფასებით, მსოფლიო ცივილიზებულმა საზოგადოებამ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ საქართველო ცივილიზებული ქვეყნების რიგში არ მიიღო.

 

მსგავსი თემები