აშშ-ი საქართველოდან და ბელორუსიდან ადამიანთა დასანქცირებაზე მუშაობას იწყებს

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რუსეთის დახმარებისა და „რუსული საქმის“ კეთების გამო სანქცირების სიაში შესატანთა შესახებ წინასწარ არასდროს საუბრობენ, თუმცა, ადასტურებენ, რომ საქართველოსა და ბელარუსზე მსჯელობა იწყება.

„როგორც ზოგადი წესი, ჩვენ წინასწარ არ ვაცხადებთ სანქციებთან დაკავშირებულ პოტენციურ მოქმედებებს. თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ ბიზნესის გაფრთხილებას, არ დაეხმარონ რუსეთს ჩვენი სანქციების თავიდან აცილებაში“, – აღნიშნავენ სახელმწიფო დეპარტამენტში „ამერიკის ხმა-სთან“.

რუსეთში აშშ-ი ს ყოფილი ელჩი  მაიკლ მაკფოლი კი განმარტავს, რომ მა „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა: „განიხილება ადამიანები როგორც საქართველოდამ ისე  ბელარუსიდან. უეჭველად იქნებიან ინდივიდები,  რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და მათაც უნდა იწვნიონ ამის შედეგები“.

მსგავსი თემები