ირაკლი კობახიძე ამერიკის ელჩს დეპუტატის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

„როდესაც შენ გეუბნებიან, რომ არის თავდასხმა ევროპარლამენტარებზე და ამ დროს ელჩი შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრს, ეს რბილად რომ ვთქვათ, დასანანი და პარლამენტისთვის და სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი“ – აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კელი დეგნანს განცხადებასთან დაკავშირებით.

მისი შეფასებით, ამერიკის ელჩმა „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატი მიშა ყაველაშვილი  ტყუილში დაადანაშაულა, რაც არასწორია.

„სამწუხაროა, როდესაც საქართველოს პარლამენტის წევრს ტყუილებში ადანაშაულებ. მიშა ყაველაშვილი არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტარი, ჩვენი კოლეგა და პასუხის ეს ფორმა და არა მარტო ფორმა, შინაარსი, ჩემთვის იყო ძალიან სამწუხარო და დასანანი.

„მიშა ყაველაშვილს, რომელიც დამოუკიდებელი დეპუტატი და გამორჩეულად ღირსეული კაცია, აქვს უფლება, კითხვები დასვას“ – აცხადებს კობახიძე.

ის რეზოლუციაზეც საუბრობს, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით მიიღეს და ამბობს, რომ გაუგონარი რაღაცეები წერია.

„როდესაც ვაკრიტიკებთ ფოტიგაკუბილიუსი, გალერი და ა.შ მართლა გაუგონარ რაღაცეებს ამბობენ ხოლმე. რეზოლუცია რომ ავიღოთ, მართლა გაუგონარი რეზოლუცია იყო და გვიწევდა ბუნებრივია გაკრიტიკება, არგუმენტებით ხდება ეს ყველაფერი. ჩვენ გალერის ვეუბნებით არგუმენტით, შენ როცა ამბობ, რომ პატრიოტი ქვეყნიდან უნდა წავიდეს, ეს არის ნონსენსი, ეს ხომ უმარტივესი ჭეშმარიტებაა. ეს ფორმა და შინაარსი ჩვენ არ აგვირჩევია, კრიტიკას ვპასუხობთ არგუმენტირებული კრიტიკით, შეურაცხყოფასაც ვპასუხობთ არგუმენტირებული კრიტიკით“ – აცხადებს კობახიძე.

„აშშ აქ არის საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის“ – კელი დეგნანი გაკვირვებულია

მსგავსი თემები