მიხეილ სააკაშვილს ვალერი გელბახიანი დაიცავს

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საქმეში კიდევ ერთი ადვოკატი – ვალერი გელბახიანი ჩაერთო. გელბახიანი დღეს კლინიკაშიც იმყოფებოდა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი მესამე პრეზიდენტი მოინახულა.

როგორც კლინიკიდან გამოსულმა გელბახიანმა მედიასთან განაცხადა, ის სააკაშვილის სასჯელის გადავადების მიმართულებით იმუშავებს.

„ძალიან გამხდარია, რუსთავის შემდეგ არც მინახავს, ფერი დაკარგული აქვს, საერთოდ აღარ აქვს ადამიანური ფერი, ცარცის ფერია და სასიამოვნო არ არის ვიზუალური აღქმისთვის. უარყოფითად მოქმედებს ნებისმიერ ადამიანზე. არასასიამოვნოა, რომ პრეზიდენტი ასეთ დღეშია“ – აღნიშნა გელბახიანმა.

მისი თქმით, არსებობს შესაძლებლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სააკაშვილს სასჯელი გადაუვადდეს.

 

მსგავსი თემები