,,პარტია, რომელიც უარს იტყვის ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების განხორციელების პროცესში ჩართვაზე, გაფორმდება, როგორც რუსეთის ჰიბრიდული ძალა”- რატი  იონათამიშვილი

,,დღეს როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ევროპარლამენტარები დადებითად აფასებენ იმას, რომ გეგმა შემუშავებულია, ამაზე რადიკალური რეაქციები ნამდვილად მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში იქნება,”- ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, ის პოლიტიკური პარტიები თუ ჯგუფები, რომლებიც უარს იტყვის ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გეგმის განხორციელების პროცესში ჩართვაზე, ავტომატურად გაფორმდებიან, როგორც რუსეთის ჰიბრიდული ძალა.

,,ნებისმიერი პოლიტიკური პარტია და ჯგუფი, რომელიც უარს იტყვის ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გეგმის განხორციელების პროცესში ჩართვაზე, ავტომატურად გაფორმდება, როგორც რუსეთის ჰიბრიდული ძალა ჩვენს ქვეყანაში, რომლის ერთადერთი ამოცანა ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების ხელშეშლაა. დღეს როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ევროპარლამენტარები დადებითად აფასებენ იმას, რომ გეგმა შემუშავებულია, ამაზე რადიკალური რეაქციები ნამდვილად მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში იქნება. საქართველოს პარლამენტს მუშაობა არ შეუწყვეტია, ჩვენ პროაქტიულ რეჟიმში ვმუშაობთ და ევროკავშირის რეკომენდაციების 12-პუნქტის შესრულებაზე საპარლამენტო საქმიანობას გადამწყვეტი როლი ექნება. როდესაც დღეს ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ პარლამენტი არ მუშაობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არ მუშაობენ პარლამენტში”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მსგავსი თემები