მარიუპოლის მოსახლეობა მედიკამენტების ნაკლებობის გამო იღუპება

საკრებულოს ინფორმაციით, ოკუპირებული მარიუპოლის მოსახლეობა წამლების ნაკლებობის გამო იღუპება. მათივე ცნობით, დეფიციტშია მძიმე ონკოლოგიური პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტები, ასევე დიაბეტის, ტუბერკულოზისა და სხვა დაავადებებისთვის საჭირო წამლები.

ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, საფრთხეშია ყველა იმ ადამიანის სიცოცხლე, ვისაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროება. ის საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს  შეაფასონ ქალაქში მომხდარი ჰუმანიტარული კატასტროფა და მშვიდობიანი მოქალაქეების გენოციდი.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, მარიუპოლში ექიმები აღარ არიან.

მსგავსი თემები