,,რუსეთი უტევს და უკრაინის პრეზიდენტი იცლის, რომ პატიმარ სააკაშვილის სურათებით იაროს, ეს ძალიან უცნაურია”- ირაკლი ზარქუა

,,ეს არის დაგეგმილი სპექტაკლი. გუშინ, პატიმარმა სააკაშვილმა აიწია მაისური და ეგრევე ჩაინიშნა EPP-ში დებატები…ევროპარლამენტარებს, განსაკუთრებით EPP-ს ვურჩევდი, რომ თავი დაანებონ ჩვენ ქვეყანას” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „საქართველოს მთავრობას აქვს მიზანი მოკლას სააკაშვილი“.

„ძალიან ვწუხვარ… უკრაინის პრეზიდენტს იმისთვის სცალია, რომ ფოტოებით იაროს ბრიფინგებზე. ეს ძალიან უცნაურია. ტერიტორიას კარგავს, უამრავი ადამიანი ეღუპება, რუსეთი, რომელიც ოკუპანტია, მათ შორის, ჩვენთვის და უტევს, ის იცლის, რომ პატიმარ სააკაშვილის სურათებით იაროს. ჩემთვის ეს გაუგებარია. უკრაინელ ხალხს გამარჯვებას ვუსურვებ, ვუსურვებ ღირსეულ ხელისუფლებას”, – განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი თემები