ეროვნული ნაკრები სამშობლოშია. გთავაზობთ გიორგი მამარდაშვილის პირველ კომენტარს საქართველოში დაბრუნების შემდეგ.
„მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც აეროპორტში დაგვხვდა. არ ვფიქრობ, რომ ქვეყანაში პირველი ადამიანი ვარ – მე ჩემს საქმეს ვაკეთებ უბრალოდ, თუ ვინმე ასე ფიქრობს, ძალიან დიდი მადლობა.
ახლა უნდა დავისვენო, ჩემს მომავალს რაც შეეხება, „ვალენსიასთან“ 3-წლიანი კონტრაქტი მაქვს და არაფერს ვგეგმავ.
მინდა ბავშვებს ვუთხრა, დაიჯერონ თავიანთი თავების, იშრომონ, ივარჯიშონ და საქმეს მიჰყვნენ, აუცილებლად გამოუვათ“, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა „ტვ პირველთან“.