ოკუპანტები საქართველოს ტირიტორიის მიტაცებას აგრძელებენ

ოკუპანტები ახალ ტერიტორიებს ნიშნავენ დ მავთულხლართების გასავლებად ბოძებს ამონტაჟებენ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ,  უკანონო  ინსტალაციების დამონტაჟებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

„საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მის ფარგლებში აღმართული უკანონო ინსტალაციები ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მიმდინარე პროცესზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აცხადებენ სუს-ში.

მსგავსი თემები