„თუ რაიმე გადაცდომა ან დარღვევა იქნება, ვიქნებით ძალიან პრინციპულები“ – ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესის“ შესახებ

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროცესს სახელმწიფო მკაცრად გააკონტროლებს და დარღვევების შემთხვევაში, მწვავე რეაქციაც ექნება.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად. ამიტომ, თუ სადმე რაიმე გადაცდომა ან დარღვევა იქნება მშენებლობის მთელ პროცესში, ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები, მკაცრები და კანონის მოთხოვნების სრულ შესაბამისობაში იმოქმედებს სამინისტროს ყველა სამსახური. ვფიქრობ, რომ დღეს ხალხმა ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე მიიღო პასუხი – ეს არის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია, იმაზე თუ რა ტიპის გარემოზე ზემოქმედების რისკებს ატარებდა პროექტი. ამაზე ისაუბრეს საქართველოს წამყვანმა ექსპერტებმა და, ამავე დროს, მოქალაქეებს მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა ტიპის კვლევებზე იყო დაფუძნებული ამ ექსპერტების მოსაზრებები”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა ცაგერში მოქალაქეებთან გამართული შეხვედრის დროს. ​

მსგავსი თემები