,,ზელენსკი მასპინძლობის თხოვნით არ მიმართავს იმ ქვეყნის პარლამენტს, რომელთანაც დიპლომატიური დემარში აქვს გამოცხადებული”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს მასპინძლობის თხოვნით არასდროს მიუმართავს საქართველოს პარლამენტისთვის. მისი თქმით, საქართველო არის ევროპაში ერთადერთი ქვეყანა, საიდანაც უკრაინის ხელისუფლებას ელჩი ჰყავს გაწვეული და სწორედ ამიტომ, ქვეყანას, რომლის მიმართაც დიპლომატიური დემარში აქვს გამოცხადებული, მის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს არ მიმართავს თხოვნით მას უმასპინძლოს

„მიკვირს, უკრაინის პრეზიდენტს რამდენი მეურვე და მისი სახელით მოსაუბრე ადამიანი გამოუჩნდა. მაშინაც ვთქვი და კიდევ ერთხელ განვმეორდები, უკრაინის პრეზიდენტს არც ერთხელ არ გამოუთქვამს სურვილი და ალბათ არის ამის მიზეზი, მე ვვარაუდობ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. თქვენ იცით, სამწუხაროდ, დღემდე საუბარი იყო, რომ თითქმის არ დარჩა ევროპის არც ერთი ქვეყანა, სადაც პარლამენტში არ გამოსულა ან არ მიუმართავს უკრაინის პრზიდენტს. არათუ თითქმის, ევროპაში არ არის არც ერთი ქვეყანა, საიდანაც უკრაინას გაწვეული ჰყავს ელჩი, ეს არის სამწუხარო რეალობა.

მიუხედავად საქართველოს და ქართველი ხალხის თანადგომისა ბევრი მიმართულებით, პოლიტიკური, ჰუმანიტარული, მათ შორის ჩვენთან მყოფ უკრაინელ ლტოლვილებზე ზრუნვა, სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორის გახსნა, ამ მეგობრული დამოკიდებულების და სრული სოლიდარობის მიუხედავად, საქართველო არის ევროპაში ერთადერთი ქვეყანა, საიდანაც უკრაინის ხელისუფლებას ელჩი ჰყავს გაწვეული.

ამიტომაც ვვარაუდობ, რომ იმ ქვეყანას, რომლის მიმართაც დიპლომატიური დემარში აქვს გამოცხადებული, მის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს არ მიმართავს თხოვნით, რომ უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მას უმასპინძლოს იმ ვითარებაში, როცა თავად ქვეყანას დიპლომატიური დემარში აქვს გამოცხადებული.

მივმართავ განსაკუთრებით ოპოზიციას, რომელიც თავის თავზე იღებს უკრაინის პრეზიდენტის სახელით საუბრის უფლებას, მოგიწოდებთ, პირიქით მიმართოთ ეს ძალისხმევა, მიმართოთ უკრაინის ხელისულფების მიმართ, რომ მათ დააბრუნონ ელჩი საქართველოში, რადგან არ შეიძლება, ასეთი მეგობრული ხალხები იყვნენ ასეთ მდგომარეობაში, რომ ელჩი ჰყავდეს გაწვეული. ბევრ ვითარებას გავუსვი ხაზი მაშინაც, რომ საქართველოს საელჩო და ელჩი, დაბომბვის მიუხედავად, ბოლო მომენტამდე იმყოფებოდა კიევში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები