,,თავის დროზე კორპუსთან ვერ ჩადიოდნენ უბნის ბიჭების შიშით და ეს ხალხი ომის პროპაგანდას ეწევა”- მამუკა მდინარაძე

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, იორგი ვაშაძის განცხადებას უპასუხა, სავარაუდოდ მის მიმართ დაგეგმილი ცემის ფაქტზე. მდინარაძის თქმით, გიორგი ვაშაძის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.

,,მარტო გიორგი ვაშაძე ხომ არ არის, ადამიანები ომის პროპაგანდას აწარმოებენ, ვაჟკაცებად გამოჰყავთ თავიანთი თავი და დარბაზში ვერ შემოდიან ბრიფინგებით დაზღვევის გარეშე. ერთხელ ვთქვი და ძალიან ეტკინათ და ეწყინათ, თავის დროზე კორპუსთან ვერ ჩადიოდნენ უბნის ბიჭების შიშით და ეს ხალხი ომის პროპაგანდას ეწევა და ეს ადამიანი დარბაზში ვერ შევიდა ბრიფინგი რომ არ ჩაეტარებინა. შიშის საფუძველი არ აქვს, ჰალუციანაცია დავარქვი ამას, რაც საფუძველს გამორიცხავს. ჰალუცინაცია იმიტომ ვთქვი, რომ საფუძველი არ აქვს. ნუ ეშინიათ, დამშვიდდნენ, დაწყნარდნენ,” – განაცხადა მდინარაძემ.

,,წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ ჩემზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს”- გიორგი ვაშაძე

მსგავსი თემები