პრეზიდენტ ბაიდენისა და პირველი ლედის ევაკუაცია განხორციელდა

დელავერის რეზიდენციიდან აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის ევაკუაცია განხორციელდა. როგორც საერთაშორისო მედია ავრცელებს ინფორმაციას, ინცინდენტი უცნობ საფრენ აპარატს უკავშირდება.

პრეზიდენტი და პირველი ლედი დელავერის შტატში ისვენებდნენ, როდესაც აკრძალულ საჰაერო სივრცეში მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი შეამჩნიეს. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის ევაკუაცია განხორციელდა.

„მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი აკრძალულ საჰაერო სივრცეში შევიდა. მიღებულ იქნა სიფრთხილის ზომები. პრეზიდენტსა და მის ოჯახს საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

მოგვიანებით გაირკვა, რომ აკრძალულ ზონაში თვითმფრინავი შეცდომით მოხვდა და პილოტთან კომუნიკაციის შემდეგ, ის აღნიშნული ზონიდან გაიყვანეს.

 

მსგავსი თემები