კიევზე სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოკუპანტებმა კიევს შეუტიეს. კერძოდ, უკრაინის დედაქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა.

როგორც კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, შესაბამისი ჯგუფები შემთხვევის ადგილზე გასულები არიან და ვითარებაში შეძლებისდაგვარად ერკვევიან.

„რამდენიმე აფეთქება მოხდა. საუბარია დარნუცკის და დნიპროვსკის რაიონებში“ – აცხადებს კლიჩკო.

განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. კიევზე განხორციელებულ შეტევას უკრაინის გენერალური შტაბიც ადასტურებს.

 

მსგავსი თემები