რომის პაპი უკრაინაში ჩასვლაზე ფიქრობს  

 

რომის პაპი ვატიკანში ბავშვებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი სხვადასხვა სასწავლო ინიციატივა და საგანმანათლებლო შესაძლებლობები იყო. შეხვედრაზე პაპს ერთ-ერთმა ბავშვმა თხოვნით მიმართა და ომში მყოფ ქვეყანაში ჩასვლა სთხოვა.

„მე არ მაქვს კითხვა,  მაქვს თხოვნა. შეგიძლიათ უკრაინაში ჩახვიდეთ ყველა ბავშვის გადასარჩენად, ვინც ახლა იქ იტანჯება?“- მიმართა ბავშვმა რომის პაპს.

პაპმა ფრანცისკემ კი უპასუხა, რომ უკრაინაში ჩასვლა სურს.

„ბევრს ვფიქრობ ბავშვებზე, რომლებიც უკრაინაში არიან და ამიტომაც გავგზავნე კარდინალები დასახმარებლად,  რომ ხალხთან და ბავშვებთან ახლოს იყვნენ. ნამდვილად ვისურვებდი უკრაინაში წასვლას. უბრალოდ, უნდა დაველოდო დროს, ამის გასაკეთებლად. მარტივი არაა გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შეიძლება მეტი ზიანი მოუტანოს მთელ მსოფლიოს, ვიდრე სიკეთე. სწორ დროს უნდა დაველოდო ამის გასაკეთებლად. შემდეგ კვირას უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს მივიღებ, რომლებიც აქ სასაუბროდ ჩამოდიან და ასევე უკრაინაში ჩემი შესაძლო ვიზიტის განსახილველად. ვნახოთ, რა მოხდება“,- განაცხადა პაპმა ბავშვებთან შეხვედრაზე.

 

მსგავსი თემები