„შემდეგი იქნება პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, სლოვაკეთი და სხვები“ – თავდაცვის მინისტრი

უკრაინულ მხარეს იმედი აქვს, რომ რუსეთი უკრაინაში ომს მიმდინარე წელს დაასრულებს. აღნიშნული შესაძლებლობის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა, როგორც ალექსი რეზნიკოვი აღნიშნავს, ოპტიმისტური პროგნოზებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი წელს დასრულდეს.

„რუსეთი აგრძელებს ძალისხმევის გაწევას მთელი ჩვენი სახელმწიფოს ოკუპაციისთვის. შუძლებელია წინასწარმეტყველება,  როდის დასრულდება ომი, მაგრამ ჩემი ოპტიმისტური პროგნოზია, რომ რეალურია ამის გაკეთება ჯერ კიდევ მიმდინარე წელსაც. შემდეგი იქნება პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, სლოვაკეთი და სხვები, ამიტომ ჩვენ უნდა შევაჩეროთ რუსეთი და შევაკავოთ მომავალში“,- აცხადებს რეზნიკოვი.

 

მსგავსი თემები