„კარგი ნაღმი ცუდი თამაშისას… უკრაინამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს“ – მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინული მხარე საფრანგეთის განცხადებას არასერიოზულად აფასებს და აცხადებს, რომ არანაირი სხვა ალიანსი, უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს.

შეგახსენებთ რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, განცხადება გააკეთა სადაც საუბარია ახალ ინიციატივაზე. როგორც ემანუელ მაკრონი აღნიშნავს, კარგი იქნება, შეიქმნას ახალი ალიანსი, რომელშიც ევროკავშირის მიღმა მყოფი ქვეყნები, მათ შორის უკრაინა და ბრიტანეთი გაერთიანდებიან. აღნიშნულ ინიციატივას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც დაეთანხმა.

უკრაინული მხარე კი „ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის“  ინიციატივას აკრიტიკებს.

„კარგი ნაღმი ცუდი თამაშის დროს. სწორედ  ასე გამოიყურება ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები ევროკავშირში უკრაინის წევრობის სიმბოლური ფორმატებით შეცვლასთან დაკავშირებით. ათი ათასობით უკრაინელმა სიცოცხლე გაწირა ევროპული არჩევანისთვის, არა თამაშის ახალი სერიისთვის. უკრაინამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს“, – განმარტავს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი მიხაილო პოდოლიაკი.

მსგავსი თემები