ბელარუსი უკრაინასთან საზღვარს ამაგრებს

​ბელარუს-უკრაინის საზღვართან სპეციალურ რაზმი განთავსდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ბელარუსმა მოკავშირეების მხრიდან უკრაინის გაძლიერების პროპორციულად მიიღო.

„ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები აგრძელებენ სამხედრო ყოფნის გაზრდას სახელმწიფო საზღვრებზე. ბელარუსის რესპუბლიკის სამხრეთის მიმართულებით უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სპეცოპერაციების ძალების ქვედანაყოფების ძალების განლაგება სამი ტაქტიკური მიმართულებით მოხდება“, – ასეთია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის – ვიქტორ გულევიჩის განცხადება

გულევიჩს ეჭვი აქვს, რომ უკრაინის გაძლიერება საფრთხეს ბელარუსსაც უქმნის და ბელარუსის რესპუბლიკის მიმართ საშიშროება იზრდება.

მისი თქმით, უკრაინელებმა ბელარუსის საზღვართან 20 000 კაციანი ჯარი შექმნეს, რასაც ბელარუსისგან „პასუხი სჭირდება”

მსგავსი თემები