,,რომელ თავდებობაზეა საუბარი, ადამიანი არის მსჯავრდებული”- რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივას აფასებს. ოპოზიციის წარმომადგენლები, ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანას და მას თავდებში ჩადგომას გეგმავენ.

“რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” შემოთავაზებას, ამაზე არ ვიცი საერთოდ რამდენად ღირს პასუხის გაცემა ან რომელ სამართლებრივ მექანიზმზე საუბრობს ეს ხალხი, რომელ თავდებობაზეა საუბარი, ადამიანი არის მსჯავრდებული. იგი საკუთარი გადაწყვეტილებით უარს ამბობს მედიკამენტების გარკვეული ნაწილის მიღებაზე, ასევე იკვებება შერჩევითად. შესაბამისად, იმისთვის, რომ არ ჰქონდეს სხვა შესაძლო გართულებები, მას გაუკეთდება შეთავაზება, რომ გადაყვანილი იქნეს კლინიკა “ვივა მედში” – აცხადებს  რატი ბრეგაძე.

მსგავსი თემები