9 მაისს ევროკავშირი და საქართველო ევროპის დღეს აღნიშნავენ

9 მაისს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ევროპის დღეს აღნიშნავს.

ევროპის დღეს, საქართველოს გვერდით არის ევროპის გუნდი, რომელიც ხაზს უსვამს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობას.

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი,  ევროპის დღესთან დაკავშირებით ტრადიციულ განცხადებას ავრცელებს. ელჩი ყურადღებას ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებებზე ამახვილებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.

,,საქართველოში ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა   მომავალში გაიზრდება,  რადგან  საქართველომ  ისტორიული ნაბიჯი გადადგა – ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა  – მისი მოსახლეობის  აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებების შესაბამისად და ცივილიზაციურ ფესვებზე დაყრდნობი.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია ქართულ საზოგადოებასა და კულტურაში დემოკრატიის, თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და თავისუფლების ღირებულებებს ღრმა საფუძვლის არსებობას გვაჩვენებს. ღირებულებებისა, რომც ყველასთვის დღემდე ძვირფასია და მათ დასაცავად გვინდა ერთობლივი მუშაობის გაგრძელება და ბრძოლა მთელ მსოფლიოში.

ევროკავშირი საქართველოს გვერდით  დგას. ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობის მხარდასაჭერად” -განაცხადა კარლ ჰარცელმა.

სპეციალურად 2022 წლის ევროპის დღისთვის,  დოკუმენტური ფილმი შეიქმნა, რომელიც ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებებს წარმოაჩენს.

მსგავსი თემები