დიდი ბრიტანეთი რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა. სანქციები ახალი იმპორტის გადასახადებს მოიცავს.

ამასთან, აიკრძალა 308 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ქიმიური ნივთიერებების, პლასტმასის, რეზინისა და მძიმე ტექნიკის ექსპორტი. ამ მოცულობიდან 1.4 მილიარდი იყო რუსული ექსპორტი ბრიტანეთში, რომელზეც ლონდონი ახლა დამატებით 35-პროცენტიან იმპორტის გადასახადს აწესებს.

ბრიტანეთი რუსეთში გარკვეული საქონლის ექსპორტს სრულად აკრძალავს. დიდი ბრიტანეთის საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებით, ქვეყანამ უკვე დააწესა სანქციები რუსეთთან სავაჭრო საქონელზე, რომლის საერთო მოცულობა ოთხ მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

მსგავსი თემები