რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში 223 ბავშვი ემსხვერპლა, 400-ზე მეტი კი დაიჭრა – აღნიშნულ ინფორმაციას, უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის, კიევისა და ხარკოვის ოლქებში დაშავდა. როგორც უწყება განმარტავს, დაღუპულებისა და დაჭრილების რიცხვი მუდმივად იზრდება.
ამასთან, გაერომ გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც მოცემულია უკრაინის ომის შედეგად დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ ინფორმაცია.
გაეროს ანგარიშის მიხედვით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, სულ მცირე 3 280 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.