ვლადიმერ პუტინი “აზოვსტალის” მცველებს  იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს

კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინამ თავის სამხედროებს, რომლებიც ალყაში მოქცეულ “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანაში იმყოფებიან, იარაღის დაყრა უბრძანოს.

კრემლის განცხადებით, რუსეთი, ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაყვანას ხელს არ უშლის.

ამასთან, “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიაზე კონტროლის დაწესების მიზნით, რუსეთმა ავიაციის მხარდაჭერით, შტურმი დღეს დილით განაახლა. ტერიტორიაზე უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ბლოკირება გრძელდება.

მსგავსი თემები