16 თებერვალი – რუსეთის შეჭრის ნაცვლად, უკრაინაში ერთიანობის დღეს აღნიშნავენ

უკრაინა ზეიმობს. მთელი უკრაინის მოსახლეობა კიევის ოლიმპიურ სტადიონზე შეიკრიბა, 200  მეტრიანი დროშა გაშალეს და რუსეთს, აგრესიას უპრეცენდენტო ერთიანობით პასუხობენ. უკრაინელებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებიც უერთდებიან.

დელეგაციები კიევში ერთმანეთის მიყოლებით ჩადიან. სწორედ ეს არის პასუხი რუსეთის აგრესიაზე და 16 თებერვალზე, დღეზე, როცა კრემლი უკრაინაში უნდა შეჭრილიყო.

ყველა დასახლებულ პუნქტში, ყველა ქუჩაში, ყველა დაწესებულებასთან  უკრაინის სახელმწიფო დროშაა გაფენილი. უკრაინის რადაში სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა და დროშები გამოიფინა.

ერთიანობის დღესთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა.

„დიდი ქვეყნის დიდო ხალხო, დილა მშვიდობის. დღეს მნიშვნელოვანი დღეა – ყველა ჩვენთაგანის ერთიანობის დღე. ჩვენ განსხვავებულები ვართ, სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა სქესის, სხვადასხვა ქალაქიდან, რეგიონიდან, სხვადასხვა პროფესიის, განსხვავებული ნიჭის, განსხვავებული ცოდნის, რელიგიის, მაგრამ ჩვენ ერთი სურვილი გვაერთიანებს: ვიცხოვროთ მშვიდად, ბედნიერად, ერთ ოჯახად, ბავშვებთან, მშობლებთან ერთად და ჩვენ გვაქვს ამ ყველაფრის სრული უფლება, რადგან სახლში ვართ, ჩვენ ვართ უკრაინაში და არავის არ შეუყვარდება ჩვენი სახლი ისე, როგორც ჩვენ გვიყვარს და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ერთად დავიცვათ ჩვენი სახლი“, – ასეთია ვლადიმირ მიმართა ზელენსკის გზავნილი.

 

მსგავსი თემები