5 ძირითადი სიმპტომი, რომელის „ომიკრონს“ ახასიათებს

კორონავირუსით რეინფცირების შემთხვევები საქართველოში საკმაოდ მაღალია. ვირუსით  ორჯერადად აცრილები და დამატებითი დოზით ვაქცინირებულებიც ინფიცირდებიან. როგორც პროფესორმა და ჯანდაცვის ექსპერტმა მაკა ბულეიშვილმა მედიაცენტრ მთავართან განმარტა, „ომიკრონს“ 5 ძირითადი გამოვლინება გააჩნია.

„კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ „ომიკრონის“ შემთხვევები სპეციფიკურია. ახასიათებს:

  • მაღალი ტემპერატურა, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს სამი-ოთხი დღის განმავლობაში;
  • ძლიერი ყელის ტკივილი, რომელიც ყლაპვას უშლის ხელს;
  • კუნთებისა და სახსრების ტკივილი (ერთი-ორი დღე);
  • თავის ტკივილი;

ბოლო ინფიცირებულებში ღებინების შემთხვევებიც დაფიქსირდა“ – განაცხადა მაკა ბულეიშვილმა მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე თქმით, რეინფიცირება მაღალია და სამწუხაროდ, შესაძლოა გადატანიდან ერთი თვის შემდეგაც კი დაფიქსირდეს.

მსგავსი თემები