„სამხედრო აგრესია რუსეთისთვის სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს“ – გერმანიის კანცლერი

უკრაინაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა გერმანიის კანცლერმა ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრა დაასრულა. როგორც ოლაფ შოლცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკრაინაში განხორციელებული აგრესია რუსეთისთვის სერიოზულ ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევს.

„უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესია რუსეთისთვის სერიოზულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და გეოსტრატეგიულ შედეგებს გამოიწვევს. ამას ხვალ მოსკოვშიც აღვნიშნავ“ – განაცხადა კანცლერმა.

მან ნატოს გაფართოების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  უცნაურია, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი კრემლმა  დიდი პოლიტიკური დისკუსიის საგნად აქცია.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის კანცლერი ხვალ რუსეთში მიემგზავრება, სადაც ვლადიმირ პუტინს შეხვდება.

მსგავსი თემები