ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლაში დასრულდა რაზმიკ პეტროსიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი სკოლის ღია პირველობა კრივში. ტურნირი 2003–2004, 2005–2006 და 2007–2008 წწ. დაბადებულთა შორის, სხვადასხვა წონით კატეგორიაში გაიმართა და მასში დასავლეთ რეგიონიდან 150–მდე სპორტსმენი ასპარეზობდა.
შეჯიბრი აიბას წესებით წარიმართა და მისი მიზანი ბათუმში კრივის პოპულარიზაცია, პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენა და ბათუმის სასპორტო სკოლის ნაკრები გუნდის დაკომპლექტება იყო.
როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ბათუმის სასპორტო სკოლაში განუცხადეს, სპორტსმენების ანგარიშზე ოთხი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალია. ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს:
2000წ დაბადებულთა შორის ნიკა ბოლქვაძე ( 66კგ), მწვრთნელი მერაბ ტუღუში;
2004წ დაბადებულთა შორის მაგომედ ახსადოვი (54კგ),მწვრთნელი მერაბ ტუღუში;
2007წ დაბადებულთა შორის სანდრო ბერიძე ( 38კგ), მწვრთნელი მამუკა მარდალეიშვილი;
2009 წ დაბადებულთა შორის დავით ფარტენაძე (24კგ) .მწვრთნელი მამუკა მარდალეიშვილი;
ვერცხლის მედლის მფლობელი 2010წდაბადებული არტურ სლობოდიანი (30კგ) გახდა,მწვრთნელი მერაბ ტუღუში.
გამარჯვებული სპორტსმენები მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.