ნინო ლომჯარია: “ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან აღარ გაგრძელდება, რადგან მის მკურნალობაში არაფერი იცვლება”

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ არსებითი ცვლილებები მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით არ განხორციელებულა. ის მედიკამენტურ მკურნალობას გადის. მისი თქმით, სააკაშვილთან 3 ვიზიტი განხორციელდა 5 ექიმის მონაწილეობით, კონსოლიუმის განხილვებში 8 ექსპერტი იღებდა მონაწილეობას და დასკვნას 8 ექსპერტი აწერს ხელს.

„სახალხო დამცველის ექიმთა, სპეციალისტთა და ექსპერთა ჯგუფმა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა. ეს არის მესამე ვიზიტი, რაც ამ ჯგუფმა განახორციელა შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ, შესაბამისად, ჩვენ წარმოვადგენთ დღეს სააკაშვილის ჯანმრთელობის შემაჯამებელ ანგარიშს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თუ წარმართული სამედიცინო მკურნალობის თაობაზე. არსებითი ცვლილებები მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით არ განხორციელებულა, ძირითადად პაციენტი იმყოფება მედიკამენტურ მკურნალობაზე, თუმცა, კვლავ შეუსრულებელია ჩვენს მიერ გაცემული რეკომენდაციები ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროების თაობაზე. ამიტომ თუ არსებითად არ შეიცვალა ვითარება როგორც მკურნალობის მეთოდოლოგიის, ასევე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, ჩვენ არ ვაპირებთ ვიზიტის გაგრძელებას, რადგან ძირეულად არაფერი იცვლება”, – განაცხადა დასკვნაში ნინო ლომჯარიამ

მსგავსი თემები