,,2012 წელს საქართველოში სიღარიბე იყო 30%, ახლა დაახლოებით, 20%-ის ფარგლებშია”- ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საქართველოში არსებული სიღარიბის პრობლემის შესახებ ისაუბრა. კობახიძემ აღნიშნა, რომ  2012 წელთან შედარებით, ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეების რაოდენობა შემცირდა.

„არსებობს მსოფლიო ბანკის მონაცემები, რომელთა გადამოწმებაც შეგიძლიათ. 2012 წელს საქართველოში სიღარიბე იყო 30%, კოვიდამდე, თუ არ ვცდები, 18,5%-მდე ჩამოვიდა, შემდეგ, გასაგები მიზეზების გამო, სამწუხაროდ, გაიზარდა. ახლა, დაახლოებით, 20%-ის ფარგლებში უნდა იყოს. ანუ, 30-დან 20%-მდე ჩამოვიდა. ეს არის მსოფლიო ბანკის მონაცემები. „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს, სიღარიბის ზღვარს მიღმა საქართველოში ცხოვრობდა 1 150 000 ადამიანი. დღეს, სამწუხაროდ, კვლავ ძალიან მაღალია ეს მაჩვენებელი, მაგრამ დაახლოებით 800 000-ია. ანუ, სადღაც 350 000-ით შემცირდა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების რაოდენობა, თუმცა, ბუნებრივია, 800 000 ძალიან ბევრია და ეს ძალიან მტკივნეული პრობლემაა. შესაბამისად, მთელი ძალისხმევა ამ პრობლემის მოგვარებისკენ უნდა იყოს მიმართული“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები