ირაკლი ღარიბაშვილმა და თეა ახვლედიანმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 28 წელი გავიდა.

აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით თავდაცვის მინისტრმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ შეამკეს.

„საქართველოს აფხაზეთის რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტიდან 28 წელი გავიდა, რამაც მოუშუშებელი ტკივილი და უმძიმესი შედეგი დატოვა ორივე ხალხისთვის. ჩვენ დავკარგეთ გმირები, ათასობით თანამემამულე, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე – მებრძოლი ჯარისკაცები. ასობით ადამიანი უგზოუკვლოდ დაიკარგა. პატივს მივაგებთ ამ ომში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას. ქედს ვიხრით მათ წინაშე. ვალდებული ვართ, შევინარჩუნოთ და დავიცვათ მშვიდობა. მაქსიმალური ძალისხმევა განვახორციელოთ ვიზრუნოთ ამ ომის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების კეთილდღეობაზე, რომ ვიზრუნოთ ომით გაყოფილი საზოგადოებების შერიგებისკენ და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისკენ“, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.

მსგავსი თემები