ჩაქვში სახლები, ქუჩები და მანქანები დაიტბორა

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში. განვითარდა მეწყრული პროცესები, დაიტბორა სახლები, ქუჩები და მანქანები. რამდენიმე საათით გადაიკეტა ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელი გზა. მძღოლების თქმით, წყლის დონე გზაზე იმდენად მაღალი იყო, რომ მანქანებმა მოძრაობის გაგრძელება ვეღარ შეძლეს. ჩაქვის მონაკვეთზე 20-მდე ავტომობილი იყო გაჩერებული. მძღოლები ამბობენ, რომ წყალმა ავტომობილებიც დააზიანა. ადგილობრივების თქმით, აღნიშნული მონაკვეთი ხშირად იტბორება, რისი მიზეზიც სანიაღვრე არხების გაუმართაობაა და დაბალი მოცულობის მილებია, რომლებიც დიდი ოდენობით მოსული ნალექის გატარებას ვერ ახერხებს.

მეტი...

დეზერტირების ბაზრის მოვაჭრეებმა გზა დღესაც გადაკეტეს

დეზერტირების ბაზრობაზე დასაქმებულმა მოვაჭრეებმა წინამძღვრიშვილის ქუჩა დღესაც გადაკეტეს. მოვაჭრეები გააფრთხილეს, რომ 15 აგვისტომდე ტერიტორია უნდა დაცალონ, რადგან ადგილზე სარემონტო სამუშაოები იწყება. მოვაჭრეები ითხოვენ ბაზრის მფლობელთან შეხვედრას და განმარტებას, 6 თვის შემდეგ, როცა სარემონტო სამუშაოები დასრულდება, შეძლებენ თუ არ მუშაობის გაგრძელებას. მოვაჭრეები ამბობენ, რომ დეზერტირების ბაზარში 2 000-ზე მეტი ადამიანი ვაჭრობს და მათი ბედი ახლა გაურკვეველია. ალტერნატივის სახით შეთავაზებული ადგილები მოვაჭრეებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, მათ გუშინ მიიღეს დაპირება, რომ დილით დაზუსტებული პასუხი ეცოდინებოდათ, თუმცა რადგან კომპანიის წარმომადგენელი მათთან არ მივიდა, მოვაჭრეებმა გზა ისევ გადაკეტეს. ,,დევნილი ვარ, არა სახლი, არა კარი, ქირაში, რითი,…

მეტი...

,,ვინც არ დაემორჩილება „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, დაეკისრება 25 000 ლარიანი ჯარიმა, არავითარი რისკი არც ერთ ორგანიზაციას არ შეექმნება” – პრემიერი

,,გამჭვირვალობის შესახებ კანონით ძალიან რბილი ზომებია გათვალისწინებული; ერთადერთი ზომა არის 25 000 ლარიანი ჯარიმა”, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციების დარეგისტრირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აქ სპეკულაციების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ჯარიმის გარდა სხვა რისკი არც ერთ ორგანიზაციას არ შეექმნება. „არავითარი რისკი არც ერთ ორგანიზაციას არ შეექმნება. ვინც იმოქმედებს არაკეთილსინდისიერად და არ დაემორჩილება კანონს, მას დაეკისრება ძალიან მარტივად 25 000-ლარიანი ჯარიმა. შესაბამისად, აქ არავითარი სპეკულაციების საფუძველი არ არსებობს,“- აღნიშნა პრემიერმა.

მეტი...

,,ხაზარაძეს ბევრად მეტის გადახდა ეკუთვნის ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ” – პრემიერი

,,ხაზარაძეს ბევრად მეტის გადახდა ეკუთვნის ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ, ამ წლების განმავლობაში ის ტყუილს ამტკიცებდა და ავრცელებდა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ხელისუფლება მოქმედებს არბიტრაჟის გადაწყვეტილებების შესაბამისად და ხაზარაძე გადაიხდის იმ ჯარიმას, რომელიც დაეკისრა. „მგონია, რომ ხაზარაძეს წესით, ბევრად მეტი ჯარიმის გადახდა ეკუთვნის, გამომდინარე იქიდან, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, ტყუილს ამტკიცებდა, ავრცელებდა და საბოლოო ჯამში, ეს დაადგინა არბიტრაჟმა, გარკვეული ზიანი ხომ მიადგა ამ ტყუილის გავრცელებით ჩვენს სახელმწიფოს. წესით, ხაზარაძეს ბევრად მეტის გადახდა ეკუთვნის ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ, თუმცა არსებობს გადაწყვეტილებები, ჩვენ ვმოქმედებთ სასამართლოს გადაწყვეტილებების, არბიტრაჟის…

მეტი...

სასამართლოში დავა საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა პირმა მოიგო

,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით,  დაკმაყოფილდა სსიპ “საქართველოს ეროვნული მუზეუმის” ყოფილი თანამშრომლის სარჩელი. ორგანიზაცია წერს, რომ სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე – სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით. ,,საქმეში გამოიკვეთა რეორგანიზაციის ფარგლებში კომპეტენციის არასათანადოდ შემოწმების პრობლემა, შეფასების კრიტერიუმების არარსებობა და დასაქმებულისთვის ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის შეთავაზებაზე უარი, რაც სრულად ეწინააღმდეგება მოქმედ შრომის კანონმდებლობას”, – წერია განცხადებაში. გადაწყვეტილების თანახმად, ,,საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა”, განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა 2022 წლის 1 ივნისიდან შეწყვიტა. ხელშეკრულების შეწყვეტამდე განხორციელდა რეორგანიზაციის ფარგლებში შექმნილ კომისიასთან გასაუბრება, თუმცა კომისიას კანდიდატის კომპეტენციის…

მეტი...

,,საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებსაც უსწრებს ბევრი პარამეტრით” – პრემიერი

,,ყველა საერთაშორისო ინდექსი, მათ შორის, ეს კონკრეტული ინდექსი, რომელიც ეხება აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებსაც უსწრებს ბევრი პარამეტრით”, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს ,,დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული ინდექსის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა, რომლის მიხედვითაც, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის დასახელდა. მისივე თქმით, ყველა საერთაშორისო რეიტინგი, კვლევა, ადასტურებს, რომ საქართველო არის მოწინავე და ეს ყველაფერი მხედველობაში უნდა მიიღოს ყველა საერთაშორისო ინსტანციამ. „ყველა საერთაშორისო ინდექსი, მათ შორის, ეს კონკრეტული ინდექსი, რომელიც ეხება აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო არის…

მეტი...

ბოსტნეულის 11 და ნესვის 2 ნიმუშში ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ და იმპორტულ ხილში, ბოსტნეულში, საზამთროსა და ნესვში ქიმიურ დამაბინძურებლებს – ტყვიას, კადმიუმს, სპილენძს, თუთიას, ნიტრატს, რადიონუკლიდებსა და პესტიციდების ნარჩენებს იკვლევს. სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცალო და საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებიდან 150-ზე მეტი ნიმუში აიღეს და შესამოწმებლად აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნეს. ,,კვლევის შედეგად, პესტიციდების ნარჩენები, აგრეთვე ტყვიის, კადმიუმის, სპილენძის, თუთიისა და რადიონუკლიდების გადაჭარბებული შემცველობა არ გამოვლენილა; ნიტრატების შემცველობა დასაშვებ ნორმას აღემატება 13 შემთხვევაში – კარტოფილის, კომბოსტოს, ჭარხლის, ყვავილოვანი კომბოსტოსა და ნესვის ნიმუშებში. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად, ბიზნესოპერატორებს დაევალათ მავნე სურსათის რეალიზაციის აღკვეთა, ბაზარზე…

მეტი...

,,არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე და ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური” – პრემიერი

,,არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე და ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. დამარცხდა ხაზარაძე იმის გამო, რომ მან ჩააგდო ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფომ ყველა პირობა შეუქმნა ხაზარაძის კონსორციუმს, იმისათვის, რომ მოეზიდათ ინვესტორები, თუმცა მან ვერ შეძლო ინვესტორების მოზიდვა და ჩააგდო ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი. „ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. თქვენ იცით, რომ სახელმწიფომ ყველა პირობა შეუქმნა ხაზარაძის კონსორციუმს, იმისათვის, რომ მოეზიდათ ინვესტორები. რამდენჯერმე მოხდა ასევე გადავადება, მთავრობის გადაწყვეტილებით, თუმცა ვერც ერთ შემთხვევაში ხაზარაძემ ვერ შეძლო ინვესტორების მოზიდვა, ჩააგდო ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი და შემდეგ გაკადნიერდა…

მეტი...

ვენესუელაში საპროტესტო აქციებზე სულ მცირე 11 მოქალაქე დაიღუპა

უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, ვენესუელაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის არასრულწლოვანებიც არიან. დაკავებულია 750 დემონსტრანტი, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა კი საპროტესტო აქციებს „გადატრიალება“ უწოდა. ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებთან შეტაკების შედეგად ჯარისკაცი გარდაიცვალა, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მარია კორინა მაჩადომ კი მოსახლეობას მოუწოდა, რომ პროტესტი მშვიდობიანი უნდა იყოს. საპრეზიდენტო არჩევნები ვენესუელაში 28 ივლისს ჩატარდა. 29 ივლისს კი ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ ნიკოლას მადურო არჩეულ პრეზიდენტად გამოაცხადა. ორშაბათს ვენესუელაში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. კარაკასში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები მოხდა.

მეტი...

,,ისრაელს არ სურს ომი, მაგრამ ჩვენ კარგად ვართ მომზადებული ამისთვის” – დანიელ ჰაგარი

ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელს არ სურს ომი, მაგრამ მზად არის ამისთვის. „8 ოქტომბერს, ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰეზბოლამ“ დაიწყო ომი ისრაელის წინააღმდეგ და ამით შეუერთდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“. ჩვენ მტკიცედ ვიბრძვით. ისრაელს არ სურს ომი, მაგრამ ჩვენ კარგად ვართ მომზადებული ამისთვის“, – აღნიშნა დანიელ ჰაგარიმ. მანამდე ისრაელის თავდაცვით ძალებში დაადასტურეს, რომ „ჰეზბოლას“ მეთაური, ფუად შუკრი ბეირუთზე საჰაერო თავდასხმის შედეგად გაანადგურეს. ისრაელის არმიაში აღნიშნავენ, რომ შუკრი, ასევე ცნობილი როგორც ჰაჯ მოჰსინი „ჰეზბოლას“ მაღალი რანგის სამხედრო მეთაურია. ისრაელის თავდაცვით ძალებში ასევე განაცხადეს, რომ ფუად შუკრი პასუხისმგებელი იყო „ჰეზბოლას“ ყველაზე…

მეტი...

საუთპორტში არეულობის შედეგად 39 პოლიციელი დაშავდა

ინგლისის ქალაქ საუთპორტში, 3 გოგოს მკვლელობის შემდეგ არეულობა დაიწყო. შედეგად 39 პოლიციელი დაშავდა. BBC-ის ინფორმაციით, არეულობაში მონაწილეები ადგილობრივ მეჩეთს და პოლიციელებს აგურებს ესროდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ ავტომობილებსა და ნაგვის ურნებს. 27 პოლიციელი საავადმყოფოში მოხვდა, დანარჩენებს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს. არეულობა ქალაქში მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივ საცეკვაო სტუდიაზე თავდასხმა განხორციელდა. დანით შეიარაღებულმა პირმა 3 გოგო მოკლა. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 17 წლის ბიჭი, რომელიც მეზობელ ქალაქ ბენქსში ცხოვრობს. პოლიციაში აცხადებენ, რომ არეულობის მონაწილეები სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულმა პოსტებმა წააქეზა, რომელთა ავტორებიც თავდასხმაში ისლამისტების ადანაშაულებენ.

მეტი...

თეირანში ისმაილ ჰანიეს სამარცხვინო მკვლელობა მიზნად ისახავს ღაზის ომის რეგიონის მასშტაბით გავრცელებას – თურქეთის საგარეო

„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. უწყებაში მომხდარი „თეირანში განხორციელებულ სამარცხვინო მკვლელობად“ შეაფასეს. ანკარაში ამბობენ, რომ „ეს თავდასხმა ასევე მიზნად ისახავს ღაზის ომის რეგიონის მასშტაბით გავრცელებას“. როგორც „ჰამასში“ დღეს განაცხადეს, ისრაელმა მათი პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში რეიდის დროს მოკლა. „ჰამასის“ წარმომადგენელმა, სამი აბუ ზუჰრიმ აღნიშნა, რომ ისინი ისრაელთან ღია ომში იმყოფებიან და მზად არიან, ნებისმიერი ფასი გადაიხადონ. „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე ბოლოს საჯაროდ გუშინ ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციაზე გამოჩნდა.

მეტი...

მაჰმუდ აბასმა „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობას ლაჩრული აქტი უწოდა

პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობას თეირანში „ლაჩრული აქტი და სახიფათო მოვლენა“ უწოდა. მან ასევე მოუწოდა პალესტინელებს, რომ გაერთიანდნენ, იყვნენ მოთმინებით და მტკიცე ისრაელის ოკუპაციის წინაშე. შეგახსენებთ, რომ „ჰამასის“ ლიდერი თეირანში გუშინ, გვიან ღამით მოკლეს. ის ირანის დედაქალაქში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის ინაუგურაციაზე იყო ჩასული.

მეტი...

ჰელსინკის კომისია ბლინკენს ივანიშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური ფინანსური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

ჰელსინკის კომისიის 26 ივლისით დათარიღებულ წერილში, რომლის ადრესატიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნი, ენტონი ბლინკენია, ,,ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ ინდივიდუალური ფინანსური სანქციების დაწესებაა მოთხოვნილი. წერილს ხელს აწერენ კონგრესმენები – ჯო უილსონი, სტივ კოენი, რიჩარდ ჰადსონი და მარკ ვეისი, ორპარტიული ლიდერები. ,,მიგვაჩნია, რომ შესაფერისი დროა, დაიწყოს საქართველოში არსებული კორუფციისა და მავნე გავლენის ძირითადი კვანძების მიმართ ინდივიდუალური ფინანსური სანქციების ნიველირების პროცესი, კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილი და მისი ახლო წრე”, – აღნიშნულია წერილში. ორპარტიული წერილი გავრცელდა მას შემდეგ, რაც კონგრესში შეჩერდა კანონმდებლობა MEGOBARI Act, რომელიც მიზნად ისახავს ფინანსურის სანქციების დაწესებას…

მეტი...

,,კვალი მიდის საქართველოდან გაქცეული მაღალჩინოსნებისკენ, რომლებიც დღეს უკრაინაში მაღალ პოსტებს იკავებენ” – ლევან მაჭავარიანი სუსში მიმდინარე გამოძიებაზე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა სუსში მიმდინარე გამოძიების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, გასაკვირი არ არის, რომ კვალი უკრაინაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნებისკენ მიდის. „ბევრი ვერსია არსებობს. მოდით, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, უბრალოდ ჩემს პირად აზრს გაგიზიარებთ. ყველაზე ლოგიკური არის, რაც არავის უნდა გაუკვირდეს საქართველოში, რომ კვალი მიდის რა თქმა უნდა საქართველოდან გაქცეული მაღალჩინოსნებისკენ, რომლებიც დღეს უკრაინაში მაღალ პოსტებს იკავებენ. ის ცნობილი კრიმინალები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს უდანაშაულო ხალხს ხოცავდნენ ქუჩებში, ციხეებში. შესაბამისად, გასაკვირი არაფერია. უბრალოდ აქ არის ლოკალური კონტექსტიც და აქ არის გლობალური კონტექსტიც“, – აღნიშნა მაჭავარიანმა. ცნობისთვის, სუს-მა…

მეტი...

,,ისმაილ ჰანიეს სიკვდილის შემდეგ მსოფლიო უკეთესი ადგილი გახდა“ – ისრაელის მემკვიდრეობის მინისტრი

„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობასთან დაკავშირებით, ისრაელს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა მომხდარს ისრაელის მემკვიდრეობის მინისტრი, ამიჩაი ელიაჰუ გამოეხმაურა. მან სოციალურ ქსელ ქსელში დაწერა, რომ ჰანიეს სიკვდილის შემდეგ „მსოფლიო უკეთესი ადგილი გახდა“. „ეს არის სამყაროს სიბინძურისგან გათავისუფლების სწორი გზა. აღარც მოჩვენებითი „მშვიდობა“/ჩაბარების შეთანხმებები, აღარც წყალობა მათთვის. რკინის ხელი, რომელიც მათ დარტყმას მიაყენებს, არის ის ხელი, რომელიც მშვიდობას და მცირე კომფორტს მოუტანს, გააძლიერებს ჩვენს უნარს, ვიცხოვროთ მშვიდობიანად მათთან, ვისაც მშვიდობა სურს“, – წერს მემკვიდრეობის მინისტრი.  

მეტი...

,,საქართველოს ხელისუფლებამ არასწორი გზა აირჩია, ამის გამოსწორების საშუალება სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა” – ო’ბრაიენი

,,საქართველოს ხელისუფლებამ არასწორი გზა აირჩია, ამის გამოსწორების საშუალება სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განაცხადა, სადაც მიმდინარეობს მოსმენა ,,ევროპის მომავალი”. ,,ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში პარტიული ელიტები უარს ამბობენ ევროკავშირის გზაზე. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობა უჭერს მხარს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამან აიძულა მთავრობა, რომ ჩაედოთ ეს პუნქტი კონსტიტუციაში. ამ ეტაპზე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ითხოვს გაერთიანებას იმ კლუბებში, რომელშიც ჩვენ ვართ გაერთიანებული. მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ იმისთვის, რომ შეუერთდნენ ამ კლუბს,…

მეტი...

ირანში ჰამასის ლიდერი, ისმაილ ჰანიე მოკლეს

,,ჰამასის” პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანიე ირანის დედაქალაქ თეირანში მოკლეს. ინფორმაციას CNN-ი ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსისა და ,,ჰამასის” განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს. ,,ჰამასის” განცხადების თანახმად, ჰანიე თეირანში მისი რეზიდენციის ,,დარბევის” დროს მოკლეს. დაჯგუფება მკვლელობაში ბრალს ისრაელს სდებს. ,,ჰამასის” პოლიტბიუროს წევრმა მუსა აბუ მარზუკმა თქვა, რომ ეს იყო ,,მშიშარა საქციელი”, რომელიც ,,უპასუხოდ არ დარჩება”. ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსმა განაცხადა, რომ ,,ინციდენტის” მიზეზი დაუყოვნებლივ არ არის ნათელი, მაგრამ მიმდინარეობს ,,გამოძიება”. ჯგუფის ცნობით, ჰანიე დაიღუპა ირანის ახალი პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობის შემდეგ, რომელმაც სამშაბათს ფიცი დადო. ისრაელს ჯერ საპასუხო განცხადება არ გაუვრცელებია.

მეტი...

საპატრიარქო ოლიმპიური თამაშების გახსნაზე განცხადებას აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო ოლიმპიური თამაშების გახსნაზე განცხადებას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ საპატრიარქო უერთდება მკრეხელური დადგმებით გამოწვეულ საერთო აღშფოთებას. ,,დიდად ვწუხვართ საფრანგეთში ოლიმპიადის გახსნის დროს ნაჩვენები გარკვეული სცენების გამო და ვეთანხმებით მსოფლიო საპატრიარქოს განცხადებას, სადაც, სხვა მნიშვნელოვან აქცენტებთან ერთად, აღნიშნულია შემდეგი: „ძალიან სამწუხაროა, რომ … პარიზში, ჩვენ მოწმენი გავხდით ქრისტიანობისა და წმინდა სახარების შეურაცხმყოფელი წარმოდგენებისა, რაც, ასევე, შეურაცხყოფდა ყველა ცივილიზებულ ადამიანს, რომელიც აღიარებს რწმენის უფლებას და პატივს სცემს რელიგიურ სიმბოლოებს“. ჩვენც, ჩვენის მხრივ, ვუერთდებით საერთო აღშფოთებასა და გულისტკივილს, გამოწვეულს მკრეხელური დადგმებით, რამაც საზეიმო გახსნა ზოგადადამიანური ღირსების შეურაცხყოფად და ლგბტ+ იდეოლოგიის პროპაგანდად აქცია“,…

მეტი...

დღეს ოლიმპიადაზე ლაშა ბექაური იასპარეზებს

31 ივლისს, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა ბექაური (-90 კგ) იასპარეზებს. მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ტიტულის დაცვას შეეცდება. ძიუდოს ტურნირი პარიზში თბილისის დროით 12:00 საათიდან დაიწყება. ამ დროისთვის, საქართველოს თამაშებზე ერთი მედალი აქვს. ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მოპოვება შეძლო.

მეტი...

ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას ,,ჰამასის” ლიდერთან ერთად დაესწრო

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას ,,ჰამასის” ლიდერთან ერთად დაესწრო. ფოტოს, სადაც კობახიძესთან და სხვა ლიდერებთან ერთად ,,ჰამასის” ლიდერი, ისმაილ ჰანიე ჩანს, მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ,,საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის მეჯლისში გაიმართა. ირანის ახლად არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიას 70 ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაცია ესწრებოდა”, – წერს მთავრობის ადმინისტრაცია.

მეტი...