“ხელისუფლება მზადაა, წინა წლების მსგავსად, ყველაფერი გააკეთოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად”- პრემიერი

ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის რანგში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიას შეხვდა. 20 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შემდგარ მისიასთან შეხვედრის მთავარი თემა იყო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო გარემო. გარდა ამისა, ყურადღება დაეთმო, ახალ საარჩევნო კანონმდებლობას, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მნიშვნელობას და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოს. მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა, წინა წლების მსგავსად, ყველაფერი გააკეთოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ამ მიზნით, არჩევნებზე დასაკვირვებლად მოწვეულია არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი მისიები. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ღია და…

მეტი...

ვოლოდიმერ ზელენსკი დონალდ ტრამპს ესაუბრა

ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს. „ჩვენ პრეზიდენტ ტრამპთან შევთანხმდით, რომ პირად შეხვედრაზე განვიხილოთ, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას, რათა მშვიდობა სამართლიანი და ჭეშმარიტად ხანგრძლივი გახდეს“ – წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპთან საუბარში ხაზი გაუსვა უკრაინის მიმართ აშშ-ის ორპარტიულ მხარდაჭერას. „პრეზიდენტ ზელენსკის მადლობელი ვარ რომ დამიკავშირდა, რადგან მე, როგორც აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი, მსოფლიოს მშვიდობას მოვუტან და ომს დავასრულებ, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და უამრავი უდანაშაულო ოჯახი გაანადგურა. ორივე მხარე შეძლებს შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებას, რომელიც ძალადობას დაასრულებს და კეთილდღეობისთვის…

მეტი...

ონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ონის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი არასრულწლოვანია.  დაშავებულია ორი ადამიანი. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.  

მეტი...