ვოლოდიმერ ზელენსკი დონალდ ტრამპს ესაუბრა

ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

„ჩვენ პრეზიდენტ ტრამპთან შევთანხმდით, რომ პირად შეხვედრაზე განვიხილოთ, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას, რათა მშვიდობა სამართლიანი და ჭეშმარიტად ხანგრძლივი გახდეს“ – წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპთან საუბარში ხაზი გაუსვა უკრაინის მიმართ აშშ-ის ორპარტიულ მხარდაჭერას.

„პრეზიდენტ ზელენსკის მადლობელი ვარ რომ დამიკავშირდა, რადგან მე, როგორც აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი, მსოფლიოს მშვიდობას მოვუტან და ომს დავასრულებ, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და უამრავი უდანაშაულო ოჯახი გაანადგურა. ორივე მხარე შეძლებს შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებას, რომელიც ძალადობას დაასრულებს და კეთილდღეობისთვის ნიადაგს მოამზადებს“- წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

 

მსგავსი თემები