ფრანგ მორაგბეებს გაუპატიურებაში სდებენ ბრალს

ორ ფრანგ მორაგბეს არგენტინაში ქალის გაუპატიურებაში სდებენ ბრალს. ინფორმაციას BBC ადგილობრივ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. 20 წლის უგო აურადუ და 21 წლის ოსკარ ჯეგუ ბრალდებულები არიან 39 წლის ქალის გაუპატიურებაში. ქალი ამტკიცებს, რომ ქალაქ მენდოზას სასტუმროს ნომერში რამდენჯერმე გააუპატიურეს და სცემეს. თავად რაგბისტები ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ქალთან შეთანხმებული ინტიმური კავშირი ჰქონდათ, გაუპატიურების ფაქტი კი, ცრუ ბრალდებაა, ბრალდების უარყოფის მიუხედავად ფრანგი რაგბისტები გამოძიების დასრულებამდე პატიმრობაში რჩებიან. საფრანგეთის რაგბის ფედერაციის (FFR) პრეზიდენტმა ფლორიან გილმა, რომელიც არგენტინაში იმყოფება, განაცხადა, რომ მოთამაშეებს მოვლენების “საკმაოდ განსხვავებული ვერსია” აქვთ.  

მეტი...