,,მნიშვნელოვანია, მოხდეს გადატვირთვა ორმხრივ ურთიერთობებში. ამისთვის საქართველოს ხელისუფლება მზად არის” – ირაკლი ჩიქოვანი

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გადატვირთვასა და თავდაცვის უწყებისთვის დაფინანსების შეჩერებას შეეხებოდა. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, პრემიერ-მინისტრისა და სხვა პოლიტიკური ლიდერების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ არსებობს საკითხები, რომლებსაც სჭირდება გააზრება და მნიშვნელოვანია, მოხდეს გადატვირთვა ორმხრივ ურთიერთობებში. „ამისთვის საქართველოს ხელისუფლება მზად არის. საუბარია იმაზე, რომ წლების განმავლობაში არსებული სხვადასხვა საკითხი, რომლებზეც არსებობს განსხვავებული პოზიციები, უნდა შეჯერდეს და პოზიციები, საბოლოო ჯამში, უნდა დაახლოვდეს. ამის შესაძლებლობას ჩვენ ვხედავთ და ამის მოლოდინიც გვაქვს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში კონკრეტულ…

მეტი...

ზუგდიდში საზოგადოებრივ ტრანსპორტს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების ცაიში-ცაცხვი მიმართულებაზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, აღმაშენებლის გამზირზე მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მგზავრებით სავსე ავტობუსი სოფლიდან ზუგდიდის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ორივე მძღოლი გამოკითხვაზე საპატრულო პოლიციაში იმყოფება. ცენტრალური გზა რამდენიმე ხნით გადაკეტილი იყო, თუმცა ახლა გახსნილია. #23 ავტობუსს კი, დღის განმავლობაში, სხვა ტრანსპორტით ჩაანაცვლებენ.

მეტი...

კანადიდან საქართველოში დასასვენებლად ჩამოსული ქართველი ბავშვი ტრაგიკულად დაიღუპა

კა­ნა­და­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მო­ზარ­დი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნი­სას ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა. ინ­ფორ­მა­ცი­ას მისი დე­ი­და, თა­მუ­ნა ბე­ლი­აშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხოვს. „ჩვენი პატარა ვარსკვლავბიჭუნა, ჩემი დისშვილი კონსტანტინე, ჩვენი wonder boy, ჩვენი space wanderer აღარ გვყავს! ყოველთვის ცის ბიჭი იყო და გამოეკერა ცას, შეუერთდა მანათობელი ვარსკვლავი სხვა ვარსკვლავებს არც მჯერა ამ პოსტს რომ ვწერ. კონსტანტინე კანადის მოქალაქეა და ტრაგიკულად დაგვეღუპა საქართველოში სტუმრობის დროს… ჩვენი პატარა ანგელოზის გადასასვენებლად და კანადაში დასაკრძალად დიდი თანხებია საჭირო… გთხოვთ, ვინც გულთან მიიტანთ ოჯახის მდგომარეობას, გააზიარეთ პოსტი… გმადლობთ“, – წერს დაღუპული ბავშვის დე­ი­და, თამთა ბელიაშვილი.

მეტი...

,,ამ დუქანში რომ შემოვედი მაგაზეც გული მერევა… დავტოვე სასამართლო ” – ალეკო ელისაშვილი

,,მოქალაქეების” ლიდერს, პარლამენტის დეპუტატ ალეკო ელისაშვილს, რომელსაც 17 აპრილს მთავრობის კანცელარიასთან აქციაზე სამართალდამცავებმა სცემეს პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ადვოკატის თქმით, დღეს სასამართლოში იმართება პროცესი. საქმე მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით – 166-ე და 173, რაც პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს. ,,სამი თვე გავიდა, მას შემდეგ რაც პირდაპირ ეთერში, სახეები რომ ჩანს კადრებში პოლიციელების, აი ის პოლიციელები, 20 კაცი ფიზიკურად მისწორდებოდა, სამი თვე გავიდა, არა თუ არავინ დაუკავებიათ, არა თუ არავისთვის ბრალი არ წარუდგენიათ, ვერ გავარკვიეთ ვინ არიან ის პოლიციელები. აქეთ მე მედავებიან, ახლა უნდა იყოს ნორმალურ ქვეყანაში რომ…

მეტი...

,,ათობით მილიონი დოლარი, თუ ევრო, რომელსაც საქართველო იღებდა მრავალი წლის განმავლობაში, უკვე შეჩერდა და გაიყინა” – თინა ბოკუჩავა

,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებმა უკვე გაყინეს გარკვეული თანხები, რომელიც ქვეყნის დასახმარებლად იყო გამოყოფილი. მისი თქმით, ეს პროცესი არ გაჩერდება და, სამწუხაროდ, გაგრძელდება. ,,ხელისუფლებას ურჩევნია მაღალპროცენტიანი, ხალხისთვის ბევრად უფრო საზიანო სესხები მიიღოს ჩინეთიდან და სხვა წყაროებიდან, ვიდრე დასავლური ფონდებიდან, რომელთაც ყოველთვის აქვთ საუკეთესო პირობები საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. ათობით მილიონი დოლარი, თუ ევრო, უკვე შეჩერდა და გაიყინა, რომელსაც საქართველო იღებდა მრავალი წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, ამგვარი ზიანი და დანაკლისები იქნება კიდევ უფრო დიდი”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ. ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებით, ტყუილია, თითქოს, გერმანიასთან ურთიერთობების გადახედვა საქართველოს ზიანს…

მეტი...

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი დაიწყო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია აშშ-ის საელჩოში არასამთავრობო სექტორს ხვდება. უზრა ზეია ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდება ოპოზიციასაც, ხელისუფლების წარმომადგენლებსაც და მოინახულებს შიდა ქართლში რუსი სამხედროების მიერ გავლებულ საოკუპაციო ზოლსაც. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, მან განცხადება სოციალური ქსელით გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ აშშ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ნაბიჯებითა და გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებით.

მეტი...

,,მთელი მძიმე შრომა, 2008 წლის ბუქარესტის შემდეგ, ,,რუსული კანონის” წყალობით წყალში ჩაიყარა” – კოფი

,,ჰადსონის ინსტიტუტის” უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციას ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს ნატო-ს მისწრაფებაზე ნებისმიერი ხსენება დეკლარაციიდან ამოღებულია. ,,ვაუ! სამიტის დეკლარაციადან ამოღებულია ნებისმიერი ხსენება საქართველოს ნატო-ს მისწრაფებაზე. მთელი მძიმე შრომა, 2008 წლის ბუქარესტის შემდეგ, ,,რუსული კანონის” წყალობით წყალში ჩაიყარა. ნათელი, ტრაგიკული და უდაო მტკიცებულება იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს ევროატლანტიკური გზა შეაფერხა”, – წერს კოფი.

მეტი...

შავი ზღვის წყლის ხარისხთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება

ბათუმში ჩასული ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის, ზღვაში ბანაობა უსაფრთხოა – გასული წლის მსგავსად ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. შავი ზღვის ხარისხის მონიტორინგი ეტაპობრივად ხორციელდება. ნიმუშები 12 ლოკაციაზე აიღეს. წყლის ქიმიური და ჰიდრობიოლოგიური მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შავ ზღვაში ბანაობა უსაფრთხოა. კვლევა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიულმა კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა. შავ ზღვაზე აღებული სინჯებით, დაახლოებით 59 პარამეტრის მნიშვნელობა ისაზღვრება. შესაბამისად, სრული ანალიზისთვის, წყლის ქიმიური და ჰიდრობიოლოგიური მონაცემები იგზავნებოდა თბილისის ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ლაბორატორიაში. გარემოს ეროვნული სააგენტოს რეგიონული ოფისი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. წყლის ხარისხის განსაზღვრის გარდა, შენობაში…

მეტი...

საპროკურორო საბჭომ გენპროკურორობის კანდიდატად გიორგი გაბიტაშვილი შეარჩია

საპროკურორო საბჭომ, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატად გიორგი გაბიტაშვილი შეარჩია და პარლამენტს სწორედ მას წარუდგენს. კენჭისყრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. გაბიტაშვილმა 11 ხმა მიიღო. ვერც ერთი ხმა ვერ მიიღეს ვიქტორ ახალბედაშვილმა და დარეჯან ბუცხრიკიძემ. სამივე კანდიდატი საბოლოო კენჭისყრისთვის გუშინ შეირჩა. გიორგი გაბიტაშვილი ამჟამად გენპროკურორის მოადგილის პოსტს იკავებს.

მეტი...

,,პირველი ორი კვარტლის განმავლობაში გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა” – ირაკლი კობახიძე

,,პირველი ორი კვარტლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა და ასევე, ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი მაჩვენებელი”, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი იძლევა ბიუჯეტის გაზრდის საშუალებას. „მთლიანობაში, 519 მლნ ლარით შეგვიძლია გავზარდოთ წლევანდელი ბიუჯეტი. უკვე გვქონდა მსჯელობა ამ თანხის სავარაუდო განაწილებასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ ეს თანხები განაწილდება შემდეგი სახით: 115 მილიონით გაიზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, 100 მილიონი დაემატება თავდაცვის სამინისტროს, 80 მილიონი – განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს, 33 მილიონით გაიზრდება კულტურის და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი, 10 მილიონი დაემატება შინაგან საქმეთა…

მეტი...

,,2024 წლის 26 ოქტომბერს დამარცხდება ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში” – პრემიერი

,,2024 წელი იქნება ლიბერალური ფაშიზმის დამარცხების წელიწადი, 26 ოქტომბერს დამარცხდება ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, ხოლო 2025 წელი უნდა იყოს ლიბერალური ფაშიზმისგან ქართული საზოგადოების, სახელმწიფოს, ქართული პოლიტიკის სრულად გათავისუფლების წელიწადი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძე დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მიხეილ სარჯველაძის მიმართ სიტყვიერ თავდასხმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველამ უნდა მოთოკოს ემოციები. „მინდა, გამოვეხმაურო მორიგ ლიბერალურ-ფაშისტურ გამოხტომას, რომელიც განხორციელდა მიხეილ სარჯველაძის მიმართ, რომლის ავტორიც იყო ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდა, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი, კერძოდ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის „ნაბიჯის“ ლიდერი, ვინმე ჩხობაძე. ეს ორგანიზაცია, ჩვენი ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში…

მეტი...

,,უცხოური ძალა ცდილობს, ხუთი ნომრის გარდა, სხვა ძალებსაც გადაალახინოს ბარიერი” – გურამ მაჭარაშვილი

,,უცხოური ძალა ცდილობს, ხუთი ნომრის გარდა, ხუთპროცენტიანი ბარიერი როგორმე სხვა ძალებს გადაალახინოს”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ისეთ პირებს დააკავშირებენ ერთმანეთთან, რომლებიც საჯაროდ დაპირისპირებული იყვნენ. „კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დაშლილ მდგომარეობაში ცდილობს, არჩევნებზე რამდენიმე ნაწილად გავიდეს და ამას უცხოური ძალები აკეთებენ. ერთმანეთთან ისეთ პირებს დააკავშირებენ, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანდნენ და საჯაროდ ლანძღავდნენ. მელია ჩაახუტეს კეზერაშვილს, გვარამია დაასვეს თავზე და ათქმევინეს, თურმე რუსული რუბლები კარგი ყოფილა და რუსეთს შარვლის ჩახდით უნდა ვებრძოლოთ. ეს გაერთიანება შექმნეს. შეეცდებიან, გახარია-ხაზარაძეს ერთმანეთზე ათქმევინონ – ვეძებდი, როგორც მტერს და შევხვდი,…

მეტი...

,,თავდაცვის სფეროში თანხების შეჩერებაზე აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილება სამწუხაროა” – პრემიერი

,,ვიტოვებ იმედს, რომ მომავალში გადაიდგმება პრაგმატული, რაციონალური, სწორი, სამართლიანი ნაბიჯები და სწორედ, ასეთი ნაბიჯები შეუწყობს ხელს ურთიერთობების გადატვირთვას აშშ-სა და საქართველოს შორის”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აშშ-სა და ევროკავშირის გადაწყვეტილებას თავდაცვის სფეროში საქართველოსთვის თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე. მისივე თქმით, ქართული მხარე მზად არის შემხვედრი ნაბიჯებისთვის ურთიერთობების გადატვირთვის მიმართულებით. „მინდა, გამოვეხმაურო აშშ-ის და ევროკავშირის გადაწყვეტილებას, თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება არის სამწუხარო, რამდენადაც ის არ პასუხობს ჩვენს მოლოდინებს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. გასული 4 წლის პოლიტიკური მოვლენების ფონზე, ამ ურთიერთობებს ნამდვილად სჭირდება გადატვირთვა,…

მეტი...

ლონდონში BBC-ის ჟურნალისტის ცოლი და ორი შვილი მოკლეს

ჩრდილოეთ ლონდონში, სამშაბათს საღამოს, BBC-ის ჟურნალისტის ჯონ ჰანტის ცოლი და ორი შვილი, სავარაუდოდ, არბალეტით მოკლეს. მედიის ინფორმაციით, ისინი პოლიციის მისვლის შემდეგ, მძიმე ჭრილობების შედეგად გარდაიცვალნენ. პოლიციის ცნობით, ამ დროისთვის, მიმდინარეობს თავდამსხმელის ძებნა და ის იდენტიფიცირებულია, როგორც 26 წლის კაილ კლიფორდი. ვარაუდობენ, რომ სამმაგი მკვლელობის დროს არბალეტი გამოიყენეს, თუმცა პოლიციის განცხადებით, შესაძლოა, სხვა იარაღიც იყოს გამოყენებული.

მეტი...

მოსახლეობის ნაწილი ჭიათურისთვის ქალაქის სტატუსის აღდგენას ითხოვს

,,ერთად ვიბრძოლოთ ჭიათურის უკეთესი მომავლისთვის!”. მოსახლეობის ნაწილი ჭიათურისთვის ქალაქის სტატუსის აღდგენას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ,,ძვირფასო ჭიათურელებო და ჭიათურის მეგობრებო! ჭიათურა, მდიდარი მანგანუმის საბადოებით ცნობილი, ოდესღაც ქალაქის სტატუსით სარგებლობდა. დღეს კი მხოლოდ მუნიციპალიტეტია. დროა, დავიბრუნოთ ის, რაც გვეკუთვნის! ქალაქის სტატუსის აღდგენა ჭიათურისთვის ნიშნავს: მეტ ავტონომიას ადგილობრივ მართვაში, გაზრდილ დაფინანსებას ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, ეკონომიკური განვითარების ახალ შესაძლებლობებს, გაუმჯობესებულ სოციალურ სერვისებს. ჩვენი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც თავდაპირველად მაღაროელების მხარდასაჭერად შეიქმნა, ახლა ამ მნიშვნელოვან საკითხსაც აიღებს მხედველობაში. გვჯერა, რომ ქალაქის სტატუსის დაბრუნება ხელს შეუწყობს როგორც მაღაროელების, ისე ყველა ჭიათურელის კეთილდღეობას. შემოგვიერთდით ამ…

მეტი...

თბილისის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი ჩაიშალა

მერიის ინფორმაციით, თბილისის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი წარმოდგენილი ნამუშევრების კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო ჩაიშალა. კონკურსზე წარმოდგენილი იყო 27 ნამუშევარი, რომელიც საკონკურსო კომისიამ ანონიმურობის დაცვით განიხილა. განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ნამუშევრების ნაწილი არათუ ჰგავდა, არამედ პირდაპირ იმეორებდა სახელმწიფო სიმბოლოებს, რაც დაუშვებელია ქალაქის სიმბოლიკისათვის. ,,წარმოდგენილი ნამუშევრების უმრავლესობა მხოლოდ ამა თუ იმ იდეის ვარიანტულ სხვადასხვაობას წარმოადგენდა. რიგ შემთხვევებში კი, არ იყო დაცული კავშირი გერბსა და დროშას შორის, მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი პირველიდან უნდა მომდინარეობდეს. გარდა ამისა, წარმოდგენილი პროექტების ნაწილი არ ასოცირდებოდა თბილისთან, მის თვალსაჩინოებებთან ან ისტორიასთან, ხოლო ის ნიმუშები, რომლებიც ამგვარ იდეებს…

მეტი...

ორბანი პუტინთან შეხვედრის შემდეგ ტრამპს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი დღეს, ხუთშაბათს, ფლორიდაში უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდება. ინფორმაციას Bloomberg და TIME ავრცელებენ. შეხვედრა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ვიზიტიდან კვირაზე ნაკლებ დროში ხდება. მედია წერს, რომ ვიზიტი სავარაუდოდ გააძლიერებს შეშფოთებას, რომ უნგრეთის ლიდერი მუშაობს როგორც შუამავალი პუტინსა და ტრამპს შორის. ორბანი ამჟამად ვაშინგტონშია ნატო-ს სამიტზე, რომლის დასრულების შემდეგაც ის ტრამპთან შესახვედრად წავა მარ-ა-ლაგოში. მედია იხსენებს, რომ ცოტა ხნის წინ რესპუბლიკელთა ლიდერმა განაცხადა, რომ მას სჯერა, შეუძლია დაარწმუნოს პუტინი, დაასრულოს ომი უკრაინაში და გაათავისუფლოს რუსეთში დაკავებული ამერიკელები, თუ მას მეორე ვადით არჩევენ. პუტინთან შეხვედრის შემდეგ ორბანი…

მეტი...

„ჩინეთის პოზიცია ნატოს მიმართ თანმიმდევრულია“ –  ჩინეთის პოზიცია ნატოს სამიტზე

ვაშინგტონში ნატოს სამიტთან დაკავშირებით ოფიციალური ჩინეთი მოკლე შეფასებას აკეთებს, სადაც აღნიშნულია, რომ ნატო მსოფლიოში მშვიდობას არ ემსახურება. აღნიშნული განცხადება, მთავრობის სახელით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ლინ ჯიანმა გააკეთა. „ჩინეთის პოზიცია ნატოს მიმართ თანმიმდევრულია. ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ნატოს მოქმედების მიღმა, როგორც რეგიონული თავდაცვითი ალიანსის დახასიათებას, აზია-წყნარ ოკეანეში ჩასვლას დაპირისპირებისა და მეტოქეობის გასაღვივებლად და ამ რეგიონში კეთილდღეობისა და სტაბილურობის ჩაშლის მიზნით. ჩვენ მოვუწოდებთ ნატოს რეალური წვლილი შეიტანოს მსოფლიო მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების საქმეში“ – აღნიშნა ლინ ჯიანმა.

მეტი...

გორში ავტობუსი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა – არიან დაშავებულები

გორში, ავტობუსი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა, შედეგად მძღოლი და კონტროლიორი დაშავდნენ. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას გამოცემა ,,ქართლი.ჯი” ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა 9 ივლისს მოხდა. როგორც გამოცემას ტრანსპორტის სააგენტოში განუცხადეს, კონტროლიორი შეჯახების შემდეგ წაიქცა, რის გამოც წელის არეში ტკივილებს გრძნობდა. მძღოლს კი სასწრაფო დახმარების ექიმებმა მაღალი არტერიული წნევა დაუფიქსირეს. გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, ზურაბ ჯირკველიშვილის ცნობით, ორივე თანამშრომელი უკვე სახლში იმყოფება. კონკრეტული პირის ბრალეულობის საკითხი კი ჯერ დადგენილი არ არის. ,,ავტობუსი ამჟამად საჯარიმო სადგომზეა, თუ დაიწყება ფაქტზე გამოძიება, ავტობუსი დარჩება საჯარიმოზე, თუ არა და ორ-სამ დღეში გამოგვატანენ,” – განაცხადა სააგენტოს…

მეტი...

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე თბილისშია

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია საქართველოშია. ვიზიტის ფარგლებში ის მთავრობის, სამოქალქო სექტორის, მედიის და პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდება. X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ის წერს, რომ ამერიკა შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს. ,,გამარჯობა! ჩამოვედით თბილისში, რათა ხაზგასმით აღვნიშნოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ქართველი ხალხისადმი, მათ შორის მათი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების მიმართ. ამერიკა სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიულ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს”, – წერს უზრა…

მეტი...

NATO-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ უკრაინა ალიანსის წევრობის შეუქცევად გზაზე დგას

NATO-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ უკრაინა ალიანსის წევრობის შეუქცევად გზაზე დგას. დოკუმენტში წერია, რომ ,,უკრაინა სულ უფრო მეტად თავსებადია და პოლიტიკურად ინტეგრირებული ხდება ალიანსთან”. ,,ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის უფლებას აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი, გარეშე ჩარევის გარეშე. უკრაინის მომავალი ნატოშია”, – წერია დეკლარაციაში. ალიანსის წევრები მიესალმებიან პროგრესს, რომელსაც უკრაინამ მიაღწია ვილნიუსის სამიტის შემდეგ დემოკრატიულ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების რეფორმებთან დაკავშირებით. ,,რადგან უკრაინა აგრძელებს ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმეს, ჩვენ გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას მის შეუქცევად გზაზე სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ნატოს წევრობის ჩათვლით”, – წერია დოკუმენტში. დეკლარაციის მიხედვით, ნატო-ს…

მეტი...

,,განვიხილეთ NATO-ს სამიტის მოლოდინები და უკრაინის პროგრესი რეფორმების განხორციელების გზაზე” – ზელენსკი ჯონსონს შეხვდა

,,განვიხილეთ NATO-ს სამიტის მოლოდინები და უკრაინის პროგრესი რეფორმების განხორციელების გზაზე,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პალატის სპიკერთან, მაიკ ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ X-ზე დაწერა. როგორც მან აღნიშნა, საუბრის მთავარი თემა ამერიკა-უკრაინის თანამშრომლობის გაღრმავება იყო. მან, ასევე, მადლობა გადაუხადა სპიკერ ჯონსონს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ,,მე შევხვდი პალატის სპიკერს ჯონსონს. ჩვენი საუბრის მთავარი თემა უკრაინა-ამერიკის თანამშრომლობის გაღრმავება იყო. ჩვენ განვიხილეთ NATO-ს სამიტის მოლოდინები და უკრაინის პროგრესი რეფორმების განხორციელების გზაზე EU-სა და NATO-ში გაწევრიანების გზაზე. აშშ-ის მხრიდან საბიუჯეტო მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის. მსოფლიო უნდა დარჩეს…

მეტი...

ნიდერლანდები 20 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინისთვის თავდასხმის FPV დრონების მისაწოდებლად

ნიდერლანდები ახალი კოალიციის ერთობლივ ფონდს 20 მილიონ ევროს გამოუყოფს უკრაინისთვის დრონების შესაძენად. დახმარების მიზანია კიევს მიაწოდონ FPV-თავდასხმის დრონები. ,,უკრაინას დრონების დეფიციტი აქვს, რუსეთს არა. დეფიციტის შესამსუბუქებლად, ლატვიამ და უკრაინამ ამ წლის დასაწყისში ჩამოაყალიბეს დრონების კოალიცია, რომელსაც შეუერთდა ნიდერლანდები. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს თებერვალში მოეწერა ხელი. კოალიციის მიზანია, წელს უკრაინაში 1 მილიონი დრონი გადაიტანოს და მოგვიანებით გააფართოვოს მიწოდება სხვა ტიპებზე, როგორიცაა სადაზვერვო”, – ნათქვამია თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში. 265-ზე მეტი კომპანია შეთანხმდა დრონების მიწოდებაზე, მათ შორის ცხრა ნიდერლანდებიდან.

მეტი...

,,საქართველოში მიიღეს კანონები, რომელთა გამოც ქვეყანამ შემდეგ ნაბიჯზე გადასვლა ვერ შეძლო” – ბრაჟე

,,საქართველოში მიიღეს კანონები, რომელთა გამოც ქვეყანამ შემდეგ ნაბიჯზე გადასვლა ვერ შეძლო”, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ ,,ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა. ,,ევროკავშირში გაწევრიანება რთული პროცესია. ამას მხოლოდ პოლიტიკური ნებაც არ ჰყოფნის. შენ უნდა გადადგა პრაქტიკული ნაბიჯების მთელი წყება. ეს ეხება როგორც სტანდარტიზაციას, ასევე იმას, რომ უნდა იყოს შესაბამისობაში ევროკავშირის ღირებულებებთან, ევროპულ პრინციპებთან. საქართველოს გასულ წელს მიეცა საშუალება წინ წასულიყო, როცა მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, მაგრამ მას კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაედგა იმისთვის, რომ გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები დაწყებულიყო. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა არ გადადგეს ეს…

მეტი...

,,მე რომ თბილისში მთავრობა ვიყო, აშშ-ის ამ გადაწყვეტილების ინტერპრეტირებას სერიოზული შეშფოთების სიგნალად მივიღებდი” – სახ.დეპის მდივნის მოადგილე

,,მე რომ თბილისში მთავრობა ვიყო, აშშ-ის ამ გადაწყვეტილების ინტერპრეტირებას სერიოზული შეშფოთების სიგნალად მივიღებდი,” – განაცხადა სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, კრისტოფერ სმითმა ,,ამერიკის ხმასთან” და აშშ-ის შეჩერებულ წვრთნებს გამოეხმაურა. ,,მე კარიერა თბილისში დავიწყე, ,,ვარდების რევოლუციის” შემდეგ. ის პროგრესი, რასაც ქართველმა ხალხმა მიაღწია ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, დემოკრატიული ოჯახის წევრობის მიზნების კუთხით, მართლაც მნიშვნელოვანი და ისტორიული იყო. შეერთებული შტატები მათ გვერდით იდგა თითოეულ ამ ნაბიჯზე. მე რომ თბილისში, მთავრობა ვიყო, ამერიკის ამ გადაწყვეტილების ინტერპრეტირებას, ისევე, როგორც ბრიუსელის გადაწყვეტილებას, ევროინტეგრაციის კუთხით, სერიოზული შეშფოთების სიგნალად მივიღებდი. ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვრჩებით იმით, რა მიმართულებით…

მეტი...