“მხარდაჭერა ქართული ფეხბურთის მიმართ აუცილებლად გაგრძელდება”- ირაკლი კობახიძე

„ჩვენ ბიჭებმა გვაჩუქეს ნამდვილი სასწაული, თუმცა, ეს არ არის დასასრული, ეს არის მხოლოდ დასაწყისი. სექტემბრიდან გვექნება ახლი, საოცარი მატჩები, სავსე ტრიბუნებით“- ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების საზეიმო დახვედრა გაიმართა. პრემიერი ამბობს, რომ რამდენიმე წელიწადში ფეხბურთელები ითამაშებენ ახალ, სუპერთანამედროვე სტადიონზე. „ღირსეულ ბიჭებს ღირსების ორდენები, ვულოცავ თითოეულ მათგანს. მხარდაჭერა ქართული ფეხბურთის მიმართ აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ ბიჭებმა გვაჩუქეს ნამდვილი სასწაული, თუმცა, ეს არ არის დასასრული, ეს არის მხოლოდ დასაწყისი. სექტემბრიდან გვექნება ახალი, საოცარი მატჩები, სავსე ტრიბუნებით. რაც შეეხება მხარდაჭერას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ დაპირებას, რომ ორიოდე წელიწადში ეს ბიჭები ითამაშებენ ახალ, სუპერთანამედროვე სტადიონზე. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას“ – განაცხადა პრემიერმა.  

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთელები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ღირსების ორდენები გადასცა. მანამდე პრეზიდენტმა მათ სიტყვით მიმართა და ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიოულოცა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ნაკრების წევრევმა მიუღწეველს მიაღწიეს.   „სასწაულია დღევანდელი დღე, მე ასეთი საქართველო მინდა“- სალომე ზურაბიშვილი

მეტი...

„სასწაულია დღევანდელი დღე, მე ასეთი საქართველო მინდა“- სალომე ზურაბიშვილი

„სასწაულია დღევანდელი დღე, მე ასეთი საქართველო მინდა“- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოდანზე მყოფ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს და შეკრებილ მოქალაქეებს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ნაკრების ფეხბურთელებმა მიუღწეველს მიაღწიეს და ეს მხოლოდ დასაწყისია. „სასწაულია დღევანდელი დღე, მე ასეთი საქართველო მინდა. გახარებული ვარ ამ ბიჭების სასწაულით, მაგრამ სასწაული ასე არ მოდის. ეს არის შრომა, თავდადება და ნიჭი, შემართება, პროფესიონალიზმი, გუნდურობა და ქვეყნის სიყვარული“- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მეტი...

“ბურთის გარეშე პირველად ვარ”- თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს

„ბურთის გარეშე პირველად ვარ“- ამ სიტყვებით მიმართა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ქომაგებს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ნიკა კვეკვესკირმა. კვეკვესკირი გულშემატკივრებს გუნდის წევრებს წარუდგენს. ფეხბურთელთა ნაწილი უკვე სცენაზეა.   თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძოიება დაიწყო  

მეტი...

თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძოიება დაიწყო

თავისუფლების მოედანზე ღონისძიება – “მადლობა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს“ მიმდინარეობს. სპეციალურად საზეიმო ღონისძიებისთვის დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც ფეხბურთელები შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ. თავისუფლების მოედანზე, სადაც მოქალაქეები შეიკრიბნენ, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები უკვე მივიდნენ. ღონისძიებაზე მივიდა საქართველოს პრეზიდენტიც. საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მივიდა.  

მეტი...

“ჩვენს ბიჭებს ნამდვილად ეკუთვნით ასეთი მასშტაბური და ღირსეული დახვედრა”- პრემიერი

„ჩვენს ბიჭებს ნამდვილად ეკუთვნით ასეთი მასშტაბური, ძალიან ღირსეული დახვედრა, იმიტომ, რომ ყველაზე ღირსეული ფეხბურთელები გვყავს“ – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს თავისუფლების მოედანზე განუცხადა, სადაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების საზეიმო დახვედრა იმართება. მთავრობის მეთაურის განმარტებით, გამარჯვების მოლოდინი კიდევ არსებობს, რადგან სექტემბერში იწყება ერთა ლიგა, შემდეგ კი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. „ჩვენს ბიჭებს ნამდვილად ეკუთვნით ასეთი მასშტაბური, ძალიან ღირსეული დახვედრა, იმიტომ, რომ ყველაზე ღირსეული ფეხბურთელები გვყავს. წარმოუდგენელი სიხარული გვაჩუქეს ამ თვეების განმავლობაში. ჯერ იყო წარმოუდგენელი მოლოდინი და მერე იყო ამ მოლოდინის წარმოუდგენელი გამართლება. კიდევ ერთხელ მადლობა მათ, ეს მადლობა ეკუთვნის თითოეულ ფეხბურთელს, მთელს ჩვენს ნაკრებს. მოლოდინი კიდევ არსებობს. სექტემბერში ერთა ლიგა იწყება, შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი და ახალი ოცნებებიც…

მეტი...

ფეხბურთელების ავტობუსი თავისუფლების მოედნისკენ მიემართება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მიდიან. ისინი ღია ავტობუსით გადაადგილდებიან და საბოლოოდ გულშემატკივრებს თავისუფლების მოედანზე შეუერთდებიან. ეროვნული ნაკრების ავტობუსს გზადაგზა ქომაგები ეგებებიან, რომლებიც ფეხბურთელებს მადლობას უხდიან იმ თავდადებისთვის, რაც „ევრო 2024“-ის თამაშებზე გამოავლინეს. თავისუფლების მოედანზე გულშემატკივრები ფეხბურთელებს ელოდებიან

მეტი...

ღირსების ორდენს ის ფეხბურთელებიც მიიღებენ, რომლებიც არ იყვნენ საკვალიფიკაციო მატჩების განაცხადში

პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ღირსების ორდენზე წარდგენილნი იქნენ ნაკრების ის ფეხბურთელებიც, რომლებიც არ იყვნენ საკვალიფიკაციო მატჩების განაცხადში, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის განაცხადში მოხვდნენ. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, ეს ფეხბურთელები არიან: ჯიმი ტაბიძე, გაბრიელ სიგუა და საბა ლობჟანიძე. საქართველოს ნაკრების ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ერთობლივად მიიღეს. ნაკრებთან ერთად ღირსების ორდენით მთლიანად სამწვრთნელო შტაბი დაჯილდოვდება.

მეტი...

თავისუფლების მოედანზე გულშემატკივრები ფეხბურთელებს ელოდებიან

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან, სადაც მათ გულშემატკივრები ელოდებიან. თავისუფლების მოედანზე საყვარელი ფეხბურთელების შესახევედრად მოქალაქეები უკვე შეიკრიბნენ. ადგილზე მოწყობილია სპეციალური სცენა. გულშემატკივრები ფეხბურთელებს დილით აეროპორტშიც დახვდნენ და ისინი ტაშითა და შეძახილებით გააცილეს.

მეტი...

„გული და ფიქრები თქვენთან ერთად არის“- მიქაუტაძე გულშემატკივრებს

„ოფიციალურმა ვალდებულებებმა შემიშალა ხელი, რომ მოსვლით მადლობა გადამეხადა თქვენთვის“- წერს გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად თბილისში ჩამოსვლა ვერ მოახერხა. მიქაუტაძე ქართველ გულშემატკივარს მადლობას უხდის. „ოფიციალურმა ვალდებულებებმა შემიშალა ხელი, რომ მოსვლით მადლობა გადამეხადა თქვენთვის. იცოდეთ, რომ გული და ფიქრები თქვენთან ერთად არის. თქვენ, გულშემატკივრებო, დაუღალავად დაგვიდექით გვერდში თქვენი მხარდაჭერით. გვექნება შესაძლებლობა, რომ მალე კვლავ შევხვდეთ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. დიდი მადლობა სრულიად საქართველოს“ – წერს გიორგი მიქაუტაძე    

მეტი...

აითაჯ შახმიროვას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი აითაჯ შახმიროვას განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. ამავე ცნობით, მტკიცებულებების მიხედვით, 2023 წლის ზაფხულში, ბრალდებულმა 14 წლის აითაჯ შახმიროვა მსჯავრდებულმა  იძულებითი ქორწინების მიზნით მოიტაცა.  დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება, აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა გაქცევა მოახერხა, თუმცა გოგონას ოჯახის წევრებმა იგი უკან დააბრუნეს. “6 ოქტომბერს, ბრალდებულმა,  14 წლის არასრულწლოვანს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად აითაჯ შახმიროვა ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით),…

მეტი...

„გილოცავთ და გლოცავთ, ჩვენო საყვარელო ფეხბურთელებო“- პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეროვნულ ნაკრებს წარმატებებს ულოცავს. შესაბამის მიმართვას საპატრიარქო ავრცელებს. „საქართველოს ფეხბურთის  ეროვნულ ნაკრებს, მწვრთნელებს, სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ, გულითადად ვულოცავთ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელით ღირსეულ გამოსვლას. ამ ფაქტმა, შეიძლება ითქვას,  მოიცვა მთელი ქვეყანა და ხალხს  განსაკუთრებული სიხარული მოანიჭა, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ  მსოფლიოს წინაშე  ღირსეულად წარმოჩინდა საქართველო და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც პატივისცემით განეწყვნენ. გილოცავთ და გლოცავთ, ჩვენო საყვარელო ფეხბურთელებო. ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი. ღმერთმა მოგვმადლოს ერთობა და ქვეყნისთვის ფრიად მნიშვნელოვანი სხვა დიდი გამარჯვებები” – აღნიშნულია პატრიარქის წერილში.

მეტი...

უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე, მარიამ იაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე, მარიამ იაშვილი პატიმრობაში დატოვა. აბაშიძის ადვოკატი შოთა თუთბერიძეს ამბობს, რომ მხარეებს შორის მტკიცებულებების გაცვლა არ მომხდარა. მისივე მტკიცებით, პროკურატურა დაცვის მხარეს მტკიცებულებათა მნიშვნელოვან ნაწილს არ აძლევს. “ასევე, საქმეში რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი გხვდება, მათ ჩხრეკის ოქმი, სავარაუდოდ, 2-3 დღის შემდეგ შეადგინეს ჩხრეკის ჩატარებიდან. ჩხრეკის ოქმში გამომძიებლად დაფიქსირებულია პირი, რომელიც მანამდე ამავე საქმეზე მოწმედ იყო გამოკითხული. მიგვაჩნია, რომ მტკიცებულებები დაუშვებელია, ის კანონით დადგენილი წესის დარღვევით არის მოპოვებული… მტკიცებულება, რომელიც საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას არის ამოღებული, ამ სახლში არ იყო აღმოჩენილი. პროკურატურა ამტკიცებს, რომ უჩა…

მეტი...

ბუდუ ზივზივაძეს საცხოვრებელ სახლთან პატარა გულშემატკივრები დახვდნენ

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ბუდუ ზივზივაძეს სახლთან პატარა ქომაგები დღეს მთელი დღის განმავლობაში ელოდებოდნენ. ფეხბურთელი მათ რამდენიმე წუთის წინ შეხვდა და ავტოგრაფებიც დაარიგა. „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფეხბურთი ასე უყვართ, გულშემატკივრობენ საქართველოს ნაკრებს და ვიმედოვნებ, რომ ბევრი მათგანი ითამაშებს ფეხბურთს. ერთი წლის წინ, ალბათ წარმოუდგენელი იყო, რომ ვინმე ასე დამხვდებოდა კორპუსთან”- ამბობს ზივზივაძე.   “ინფორმაცია მაქვს, რომ დღეს გადმოგვცემენ ღირსების ორდენებს”- ბუდუ ზივზივაძე

მეტი...

ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა სურს

“ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობას სურს ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში მაშინაც კი, თუ არაბული სექტორის მართვას „ჰამასი“ გააგრძელებს”, – ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, გენერლებს სჯერათ, რომ მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა საუკეთესო გზაა დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებლად და ასევე ისრაელის თავდაცვის ძალებს სჭირდებათ მარაგის შევსება ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ პოტენციური ომის წინ.

მეტი...

“ინფორმაცია მაქვს, რომ დღეს გადმოგვცემენ ღირსების ორდენებს”- ბუდუ ზივზივაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ბუდი ზივზივაძის ინფორამციით, გუნდის თითეულ წევრს დღეს ღირსების ორდენებს გადასცემენ. ამის შესაახებ, მან ჟურნალისტებთან ისაუბრა. “ვიცოდით, გამოაცხადა მთავრობამ, რომ დავჯილდოვდებოდით ღირსების ორდენით ყველა ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პრიზები თითოეული ქართველისთვის და ჩვენც რა თქმა უნდა, ბედნიერები ვართ, რომ ეს დღეს მოხდება, როგორც ვიცი, ინფორმაცია მაქვს, რომ დღეს გადმოგვცემენ“ – ამბობს ზივზივაძე.  

მეტი...

სტიქია წალენჯიხაში – დაზიანებულია რამდენიმე სახლი

სტიქიამ პრობლემები შექმნა წალენჯიხაში. არსებული ონფორმაციით, ძლიერი სეტყვისა და გრიგალის შედეგად დაზიანებულია რამდენიმე სახლი.

მეტი...

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ბალთას მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

ინდოეთში რელიგიურ ღონისძიებაზე ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 60 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის ჩრდილოეთში, შტატ უტარ პრადეშში, რელიგიურ ღონისძიებაზე ჭყლეტის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია სულ მცირე 150 ადამიანი, ისინი საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. „ამჟამად ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით, მაგრამ ეს დაახლოებით სამოცია. არსებობს შესაძლებლობა, რომ მსხვერპლი გაიზარდოს“, – განუცხადა Reuters-ს სატელეფონო საუბრისას მანიშ ჩიკარამ, რაიონის პოლიციის სპიკერმა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. როგორც მედიასაშუალებები იტყობინებიან, ღონისძიებას 1500 ადამიანამდე ესწრებოდა, თუმცა მათ მხოლოდ 5000 ვიზიტორის მიღების უფლება ჰქონდათ. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, დამსწრეები რელიგიურ ლიდერთან, სახელად ბჰოლ ბაბასთან შეხვედრას ჩქარობდნენ და სწორე ამას მოჰყვა ჭყლეტაც.

მეტი...

თურქეთმა ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები უგულებელყო და ირანიდან ნავთობის იმპორტი განაახლა

თურქეთმა ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები უგულებელყო და ირანიდან ნავთობის იმპორტი განაახლა. მედიის ცნობით, ევროკავშირის სტატისტიკური სააგენტოს, ,,ევროსტატის” მონაცემებით, თურქეთმა ირანიდან ნავთობის იმპორტი მარტში, თითქმის ოთხი წლის შემდეგ განაახლა. თურქეთმა, მარტში, ირანიდან 576 ტონა ნავთობი შეიტანა, აპრილში კიდევ 485 ტონა. 2023 წლის მონაცემებით, ზოგ თვეში იყო შემთხვევა, როცა ირანის ნავთობის ექსპორტმა, ერთ დღეში მილიონ 600 ათას ბარელზე მეტი შეადგინა. რაც 2019 წლის შემდეგ, რეკორდული მონაცემია.

მეტი...

2025 წლიდან ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი იგეგმება

2025 წლიდან ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი იგეგმება. „ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი შიოლაშვილის განცხადებით, მონიტორინგი ვიდეომეთვალყურეობის კამერების მეშვეობით და ასევე, სპეციალური ჯგუფების ჩართულობით მოხდება. დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი ცენტრებს ჯარიმები დაეკისრებათ. ჯარიმის ოდენობა დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე განისაზღვრება. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროსთან მიდის მოლაპარაკება პირველადი ტექნიკური ინსპექტირების საფასურის გადახედვაზე. კერძოდ, საუბარია ინსპქეტრიბის 30 ლარით გაძვირებაზე, რაც სატრანსპორტო საშუალების შემოწმების 90 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. „ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორის ვარაუდით, საფასური 2025 წლიდან გაიზრდება. „2025 წლიდან იგეგმება, რომ განხორციელდეს ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი. მონიტორინგს განახორციელებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო. მონიტორინგი ითვალისწინებს როგორც ვიდეო მეთვალყურეობის…

მეტი...

,,ვაჯობეთ ყველას, ქომაგობით, სიყვარულით, ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი როლი ითამაშა” – ბუდუ ზივზივაძის მამა

მიხეილ მესხის სტადიონის ბაზაზე, სადაც სამშობლოში დაბრუნებული ჩვენი ფეხბურთელები აეროპორტიდან მივიდნენ, იმყოფებიან ასევე ფეხბურთელების ოჯახის წევრები, მწვრთნელები, ფედერაციის წარმომადგენლები და ქომაგების მცირე ნაწილი. ბუდუ ზივზივაძის მამამ, კახა ზივზივაძემ საქართველოს ნაკრების გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადა. ,,მადლობა მთელ საქართველოს. გაოცებული ვარ გულშემატკივრების და ხალხის ჩამოსვლით ნებისმიერ თამაშზე. პირველ თამაშში ცოტა თურქებმა დაგვჩაგრეს, მაგრამ დანარჩენში ვაჯობეთ ყველას, ქომაგობით, სიყვარულით, ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი როლი ითამაშა. საქართველოდანაც მოდიოდა დადებითი აურა, ვინც არ იყო ჩამოსული”, – აღნიშნა ბუდუ ზივზივაძის მამამ, კახა ზივზივაძემ.

მეტი...

დაღესტანში შესაძლოა ნიქაბის ტარება აიკრძალოს

დაღესტნის მუფტიას ახმად აბდულაევის ცნობით, მუფტიატი ფატვას გამოცემას გეგმავს, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკაში ნიქაბის ტარება აიკრძალება. ,,ყველა რელიგიური პირი ერიდება ამაზე საუბარს, მაგრამ მე ვიტყვი. ჩვენ გამოვიტანთ ფატვას ნიქაბის აკრძალვის შესახებ. სიმართლე იქნება ერთი, ყურანში ნათქვამია: სიმართლე ერთია, სხვა დანარჩენი ილუზიაა”, – განაცხადა აბდულაევმა. ნიქაბი მუსლიმი ქალის თავსაბურავია, რომელიც სახეს ფარავს. მისი ტარების უადგილობაზე დისკუსია 23 ივნისს, რესპუბლიკაში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ გააქტიურდა. დაღესტნის წინამძღოლი ჰიჯაბის ტარებას უსაფრთხოების თვალსაზრისით ეწინააღმდეგება.

მეტი...

ხვიჩა კვარაცხელიას პირველი კომენტარი საქართველოში დაბრუნების შემდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა და ცოტა ხანში, გულშემატკივრებთან შესახვედრად გაემართებიან. გთავაზობთ ხვიჩა კვარაცხელიას პირველ კომენტარს საქართველოში დაბრუნების შემდეგ. „გაუმარჯოს საქართველოს! ძალიან მაგრად გვიგულშემატკივრა საქართველომ. აქაც ველოდებოდით, რომ დაგვხვდებოდნენ. ეს ზეიმი კიდევ წინ არის. ოცნება იყო რონალდუსთან თამაში და ბევრჯერ ვთქვი, რომ ამიხდა. ძალიან ბედნიერი ვარ. შემდეგი ოცნება არის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში“, – თქვა კვარაცხელიამ.

მეტი...

ორბანმა ზელენსკის სთხოვა განიხილოს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა რუსეთის ჯარებთან კონტაქტის ამჟამინდელ ხაზზე

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ვოლოდიმირ ზელენსკის შესთავაზა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა რუსეთის ჯარებთან კონტაქტის ამჟამინდელ ხაზზე, რაც მისი თქმით, შესაძლოა დაეხმაროს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაჩქარებას. ორბანმა ასევე განაცხადა, რომ უნგრეთს სურს ჰქონდეს ბევრად უკეთესი ორმხრივი ურთიერთობები უკრაინასთან და მისი ქვეყანა მზადაა მონაწილეობა მიიღოს უკრაინის ეკონომიკის მოდერნიზაციაში. მან თქვა, რომ უნგრეთი უკრაინის განკარგულებაში იქნება ევროკავშირის საბჭოს როტაციული თავმჯდომარის ამჟამინდელ როლში, ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობა მნიშვნელოვანია მთელი ევროპისთვის. მისივე თქმით, ის ომის დასრულებაზე უკრაინის გეგმების მოწინააღმდეგე არაა, მაგრამ მათ განსახორციელებლად ძალიან ხანგრძლივად მიიჩნევს.

მეტი...

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულ ქმარს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულ ქმარს უვადო პატიმრობა შეეფარდა. აითაჯ შახმაროვა კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ცეცხლსასროლი იარაღით 6 ოქტომბერს მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის ქმარი 10 ოქტომბერს დააკავეს. დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ქორწინების იძულების ბრალდებით კიდევ ოთხი ადამიანია დაკავებული: აითაჯ შახმაროვას დედა, ბიძა და მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი. ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მეტი...

ბოლნისში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული პილოტი კახაბერ ზურაბაშვილია

ბოლნისში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული პილოტი კახაბერ ზურაბაშვილია. ავიაკატასტროფა ქვემო ქართლში დღეს, ცოტა ხნის წინ მოხდა. ჩამოვარდა სუ-25. კატასტროფის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი. ტრაგედიის ადგილზე, ამ წუთებში, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მეტი...

გიორგი მამარდაშვილის პირველი კომენტარი საქართველოში დაბრუნების შემდეგ

ეროვნული ნაკრები სამშობლოშია.  გთავაზობთ გიორგი მამარდაშვილის პირველ კომენტარს საქართველოში დაბრუნების შემდეგ. „მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც აეროპორტში დაგვხვდა.  არ ვფიქრობ, რომ ქვეყანაში პირველი ადამიანი ვარ – მე ჩემს საქმეს ვაკეთებ უბრალოდ, თუ ვინმე ასე ფიქრობს, ძალიან დიდი მადლობა. ახლა უნდა დავისვენო, ჩემს მომავალს რაც შეეხება, „ვალენსიასთან“ 3-წლიანი კონტრაქტი მაქვს და არაფერს ვგეგმავ. მინდა ბავშვებს ვუთხრა, დაიჯერონ თავიანთი თავების, იშრომონ, ივარჯიშონ და საქმეს მიჰყვნენ, აუცილებლად გამოუვათ“, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა „ტვ პირველთან“.

მეტი...

ქვემო ქართლში, ავიაკატასტროფის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

ქვემო ქართლში, ავიაკატასტროფის ადგილას პოლიცია და სამაშველო სამსახურია მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე, გეგმიური სამხედრო სწავლების დროს, სამხედრო ვერტმფრენი სუ-25 ჩამოვარდა. დაღუპულია თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი. შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები დეტალურ გამოკვლევას აწარმოებენ.

მეტი...

საბერძნეთის კუნძულებზე ტყის ხანძრების გამო ასობით ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა

საბერძნეთის კუნძულებზე ტყის ხანძრის გამო ასობით ტურისტია ევაკუირებული. ტყის მასშტაბური ხანძრიდან გამომდინარე, ტურისტული კომპანიები იძულებული გახდნენ, საბერძნეთის კუნძულ კოსზე დასასვენებლად ჩასული ასობით ტურისტი ტერიტორიიდან გამოეყვანათ. ევაკუირებული ადამიანები თავდაპირველად სკოლის სპორტულ დარბაზებში გადაიყვანეს. ბერძნული გამოცემების ცნობით, სტიქიის ზონიდან დაახლოებით 10 ათასი ადამიანი ტურისტი და ადგილობრივი მცხოვრები იქნა ევაკუირებული. ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია ხანძარი, რომელიც კარდამენის მიმართულებით ვრცელდებოდა. კუნძულ კოსის გარდა, ხანძარია ქიოსსა და კრეტაზეც.

მეტი...

ბოლნისში სუ-25 ჩამოვარდა, დაიღუპა პილოტი – თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავიაკატასტროფას ადასტურებს და ინფორმაციას ავრცელებს. დაღუპულია თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი: ,,მიმდინარე წლის 2 ივლისს, ერთ-ერთი გეგმიური სამხედრო სწავლების დროს, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი, თავდაცვის ძალების კუთვნილმა ერთ-ერთმა საფრენმა აპარატმა განიცადა კატასტროფა. სუ-25 კატასტროფის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი. აღნიშნული შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ დეტალურ გამოკვლევას. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული შემთხვევის გამო და უსამძიმრებს დაღუპული პილოტის ოჯახსა და ახლობლებს”, – აცხადებს თავდაცვა.

მეტი...

პატარა ქომაგებმა ქოჩორას სახლში მიაკითხეს

მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ეროვნული ნაკრების წევრებთან მოზარდებს მიახლოების საშუალება არ მიეცათ, ბავშვებმა საყვარელ ფეხბურთელებს სახლში მიაკითხეს. პატარა გულშემატკივრები მივიდნენ გიორგი ქოჩორაშვილის სახლთან, აიღეს ავტოგრაფები და გადაიღეს ფოტოები. ბავშვები ბუდუ ზივზივაძის სახლთანაც დგანან და მის გამოჩენას ელოდებიან. შეგახსენებთ, რომ დღეს, საღამოს 22 საათზე თავისუფლების მოედანზე ფეხბურთელების საზეიმო დახვედრა მოეწყობა. ფეხბურთელების მსვლელობა ავტობუსით 10-ის ნახევრიდან, მიხეილ მესხის სტადიონიდან დაიწყება.

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტი ეროვნულ ნაკრებს დღეს დააჯილდოებს

საქართველოს პრეზიდენტი დღეს სახალხო ზეიმს შეუერთდება და ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს: ,,სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი ღირსების ორდენებსა და მედლებს გადასცემს ისტორიული სპორტული მიღწევის – 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

მეტი...

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ვერტმფრენის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოყვა – ახალი დეტალები

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ვერტმფრენის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოყვა. როგორც ,,ინფო რუსთავს” სოფელში მერის წარმომადგენელმა ზურაბ შაინიძემ განუცხადა, დაღუპულია ერთი მფრინავი. შემთხვევა, რამდენიმე საათის წინ, სოფელ დისველთან მოხდა. შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გაუვრცელებია.

მეტი...

ზელენსკი კიევში ორბანს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა. შეხვედრის დეტალები ჯერ უცნობია. უნგრეთის პრემიერმა სოციალურ ქსელში ერთობლივი ფოტო გაავრცელა და დაწერა, რომ უნგრეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მიზანია წვლილი შეიტანოს ბლოკის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრაში, ამიტომ პირველი ვიზიტით კიევში ჩავიდა.

მეტი...

,,22:00 საათზე დაიწყება ღონისძიება, ყველა ფეხბურთელს ექნება საშუალება, მიმართოს გულშემატკივარს” – ლევან ჟორჟოლიანი

,,მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართება ღონისძიება, სადაც გულშემატკივარს ექნება საშუალება, მადლობა გადაუხადოს ფეხბურთელებს”, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, 22:00 საათზე დაიწყება ღონისძიება, ყველა ფეხბურთელი იქნება სცენაზე, შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული ფოიერვერკით. „მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს ამ უდიდესი დადებითი ემოციებისთვის და შესანიშნავი თამაშისთვის, რომელიც მათ ევროპის ჩემპიონატზე აჩვენეს. დებიუტანტი გუნდისთვის ეს იყო უპრეცედენტოდ დიდი წარმატება, რომელიც ისტორიაში არასდროს დაფიქსირებულა. შესაბამისად, მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით ვაორგანიზებთ ღონისძიებას, გულშემატკივარს ექნება საშუალება მადლობა გადაუხადოს ფეხბურთელებს. 21:00 საათიდან გულშემატკივარს ველოდებით თავისუფლების მოედანზე, ხოლო…

მეტი...