,,რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს დასაქმების კუთხით” – ირაკლი კობახიძე

,,რომ შევადაროთ ამ წლის პირველი კვარტალი წინა წლის პირველ კვარტალს, 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა უმუშევრობა საქართველოში და შეადგინა 14%”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. „ამ საკითხთან დაკავშირებითაც ხშირად გვესმის ხოლმე ჩვენ სპეკულაციები. მაგალითისათვის ავიღოთ უმუშევრობის მაჩვენებელი – რომ შევადაროთ ამ წლის პირველი კვარტალი წინა წლის პირველ კვარტალს, 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა უმუშევრობა საქართველოში და შეადგინა 14%, 18%-დან შემცირდა 14%-მდე. დამატებით დასაქმდა 130 000 ადამიანი და რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს დასაქმების კუთხით, 1,4 მლნ ადამიანია დღეს…

მეტი...

,,მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის განვითარება და ძალიან მალე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები” – კობახიძე

,,მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის განვითარება და ძალიან მალე დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთარუმა აღნიშნა, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით უკვე დასრულებულია კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი. „ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის განვითარება. უკვე დასრულდა კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი. წინადადება შემოიტანა ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა და უახლოეს მომავალში დაიდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც 51 პროცენტი წილის დარჩება სახელმწიფოს, 49 პროცენტი ექნება კონსორციუმს. ასევე ჩატარდა ტენდერი მსოფლიო ბანკის წესებით და ძალიან მალე დაიწყება უკვე უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები. პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 600 მილიონ დოლარს. პირველი ფაზის…

მეტი...

,,ფეხბურთელზე პოლიტიკური წნეხის განხორციელების მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია” – პრემიერი

,,ფეხბურთის ფედერაციაში ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა მიდგომები ქართული ფეხბურთის მიმართ, შესაბამისად ფედერაციას და ლევან კობიაშვილს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა შედარებისთვის ძველი პრაქტიკა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მართველი პოლიტიკური გუნდი მოედანზე გუნდის დაყენებაშიც კი ერეოდა, რაც მიუღებელია. „მინდა გავიხსენო ძველი პრაქტიკა შედარებისთვის, რადგან ჩვენი ოპონენტები ცდილობენ ხოლმე, საქმე სხვანაირად წარმოაჩინონ. მახსენდება მოვლენები წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ფეხბურთის ფედერაციის არჩეული პრეზიდენტი მეორე დილას გადადგა. ასეთი ამბები ხდებოდა მაშინ ქართულ ფეხბურთში. მახსოვს მაშინდელი მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც დღეს პარლამენტის…

მეტი...

,,მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს და მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს” – პრემიერი

,,მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს, გამორჩეულ ფეხბურთელს თავის დროზე, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს და დღეს არაჩვეულებრივ მწვრთნელს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ასევე ქართველ გულშემატკივარს და აღნიშნა, რომ გულშემატკივრის როლი საქართველოს ნაკრების წარმატებაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი. „მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს, გამორჩეულ ფეხბურთელს თავის დროზე, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს და დღეს არაჩვეულებრივ მწვრთნელს. ვინც ერკვევა ფეხბურთში, ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ მისი წვლილი ამ წარმატებაში არის გამორჩეული და განსაკუთრებული. მადლობა ჩვენს საამაყო მწვრთნელს ამისათვის. მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს.…

მეტი...

,,რადიკალურმა ოპოზიციამ ვერ გაბედა სხდომაზე დასწრება, ინტელექტუალური რესურსი მათ მხარეს არის ძალიან მწირად წარმოდგენილი და სიმართლე არ არის მათ მხარეს” – ირაკლი კობახიძე

,,რადიკალურმა ოპოზიციამ ამ შემთხვევაშიც ვერ გაბედა სხდომაზე დასწრება, დებატებში შემოსვლა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ინტელექტუალური რესურსი ოპოზიციის მხარეს არის ძალიან მწირად წარმოდგენილი და რაც მთავარია, სიმართლე არ არის მათ მხარეს. „გასული წლების განმავლობაში, ამ მოწვევას გავიხსენებ პირველ რიგში, ყოველ ჯერზე მათ წააგეს პოლიტიკური დებატები „ქართულ ოცნებასთან“. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ მორიგ ჯერზეც მათ ვერ გაბედეს პარლამენტში მოსვლა, დებატებში შემოსვლა. პირადა ჩემთან მათ ჰქონდათ უკვე 4-ჯერ იმის შანსი, რომ ინტერპელაციის წესით მოვსულიყავი პარლამენტში, გაემართათ ჩემთან დებატები, ვერც ერთხელ ვერ…

მეტი...

20 წლის გოგონა გაუჩინარდა – საქართველო-პორტუგალიის თამაშამდე ცოტა ხნით ადრე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ კვალი დაიკარგა

დაიკარგა 20 წლის ნინიკო გიორგაძე. ის სახლიდან 26 ივნისს გავიდა და მას შემდეგ ოჯახთან კონტაქტზე აღარ გასულა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაკარგულის ახლობელი ნათია გვანცელაძე ავრცელებს. „გთხოვთ, გაავრცელეთ. ვეძებთ! დაიკარგა ნინიკო გიორგაძე, 20 წლის. სახლიდან გავიდა 26 ივნისს, დაახლოებით, დღის 4-5 საათისთვის. კონტაქტზე აღარ გამოსულა. გთხოვთ, ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 597 33 43 29“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

,,თქვენ ქუჩის კატის მორალი გაქვთ” – ბაიდენი ტრამპს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს კრიმინალი უწოდა. როგორც ტრამპმა სატელევიზიო დებატების დროს თქვა, ჯო ბაიდენი არის „კრიმინალი. ის იღბლიანია. მე არაფერი ჩამიდენია არასწორი. ჩვენ გვაქვს სისტემა, რომელიც არის გაყალბებული და ამაზრზრენი“. აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი აღნიშნა, რომ სცენაზე ერთადრთი გასამართლებული დამანშავე დონალდ ტრამპია. ბაიდენის თქმით, მოსაზრება, რომ მან რამე დანაშაული ჩაიდინა აღმაშფოთებელი. „ერთადერთი გასამართლებული დამნაშავე ამ სცენაზე არის კაცი, რომელსაც ახლა ვუყურებ და საქმე იმაშია, რომ ის, რასაც გეუბნებათ, უბრალოდ არ არის სიმართლე. ფაქტია, მისი მხრიდან არ ყოფილა ძალისხმევა, შეეჩერებინა ის, რაც კაპიტოლიუმში ხდებოდა. ყველა…

მეტი...

,,ვაშინგტონმა ნატოს სამიტზე საქართველოს საგარეო მინისტრი მიიწვია” – მილერი

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ,,ამერიკის ხმას” უდასტურებს, რომ ნატოს საიუბილეო სამიტზე დასასწრებად, ვაშინგტონიდან თბილისში, ოფიციალური მოსაწვევი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზე გაიგზავნა. არიან თუ არა, სამიტზე დასასწრებად, საქართველოს პრერმიერი, ირაკლი კობახიძე და თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი, ვაშინგტონში მოწვეული? – ამ კითხვაზე პასუხად, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ,,ამერიკის ხმას” წერს: ,,პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამაში ჩართული სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოწვეულია გარკვეულ თანმხლებ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად”. კითხვაზე პასუხად, მიიღეს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტში ოფიციალური თბილისისგან დასტური, რომ სამიტს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი დაესწრება, ,,ამერიკის ხმის” ცნობით, მილერი ამბობს, რომ ,,ქართულმა…

მეტი...

კვარიათში, ზღვაში ორ ადამიანს ეძებენ

კვარიათში, ზღვაში მაშველები ორ ადამიანს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები გუშინ ღამით დაიწყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ღამის განმავლობაში ადგილზე მონიტორინგი მიმდინარეობდა და მაშველებმა სამძებრო სამუშაოები დილიდან განაახლეს. სხვა დამატებით დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...

დუშეთში ორი ადამიანი დაჭრეს, ერთ-ერთი კლინიკაში დაიღუპა – დაკავებულია ერთი ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2000 წელს დაბადებული ა.უ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ დუშეთის მინიციპალიტეტში მდებარე აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა ა.უ.-მ ორ პირზე ფიზიკურად იძალადა, ცივი იარაღის გამოყენებით მათ დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მძიმე დაზიანებების შედეგად ბ.ს. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა”, – აღნიშნულია განცხადებაში. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით…

მეტი...

მერია საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობის დაშვებას გეგმავს

თბილისის მერია ამზადებს შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობას ითვალისწინებს. როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება სხვა ქვეყნების მაგალითზე იქნა მიღებული. „სატრანსპორტო პოლიტიკას დიდ ყურადღებას ვუთმობთ. გვყავს საერთაშორისო კომპანიები და უცხოელი ექსპერტები დაქირავებული, რომლებიც სწორ დაგეგმარებაში გვეხმარებიან, როგორ უნდა მოწესრიგდეს საგზაო ინფრასტრუქტურა. შევისწავლეთ რამდენიმე ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა და ვნახეთ, რომ მოტოციკლებს და მოპედებს, შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, აქვთ უფლება იმოძრაონ საავტობუსო ზოლებში. ასეთი პრაქტიკაა დიდ ბრიტანეთში, ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში და ა.შ. მოტოციკლებისა და მოპედების საავტობუსო ზოლებში მოძრაობის დაშვების ერთ-ერთი მთავარი მიზანი საგზაო მოძრაობის…

მეტი...

28 წლის კაცმა 13 წლის გოგოს ვიდეოზარით კომუნიკაციისას გაშიშვლება აიძულა, ფოტოები გაუვრცელა – საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 13 წლის გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 28 წლის მამაკაცი. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 13 მარტს, 13 წლის დაზარალებულმა, ბრალდებული სოციალურ ქსელ „Tiktok”-ზე გაიცნო. ისინი ყოველდღიურად საუბრობდნენ ერთმანეთთან „Facebook/Messenger“-ის ვიდეოზარების საშუალებით, რა დროსაც ბრალდებული მუქარით არასრულწლოვანის შიშველ მდგომარეობაში ყოფნას მოითხოვდა. ვიდეოზარით კომუნიკაციისას არასრულწლოვანმა შენიშნა, რომ ბრალდებული ე.წ. „სქრინების“ გადაღებას ახდენდა. მან ბრალდებულს ინტიმური შინაარსის ფოტოების წაშლა მოსთხოვა. აპრილის თვეში დაზარალებულმა კომუნიკაცია შეწყვიტა ბრალდებულთან და სოციალურ ქსელში დაბლოკა, ასევე არ პასუხობდა მის ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. აღნიშნულიდან მალევე, სოციალურ ქსელ „Tiktok”-ზე გავრცელდა…

მეტი...

3 ივლისიდან საგამოცდო ცენტრებამდე მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

3 ივლისიდან 6 აგვისტომდე პერიოდში, საგამოცდო ცენტრებამდე მოქალაქეებს დამატებითი მუნიციპალური ავტობუსები მოემსახურება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ავტობუსები სტანდარტული ტარიფით, 06:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში იმოძრავებენ. „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ საგამოცდო პერიოდში, 3 ივლისიდან 6 აგვისტომდე, საგამოცდო ცენტრებამდე მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. იმ პირებს, რომელთაც გამოცდების ჩაბარება ან სხვადასხვა საჯარო სკოლაში აბიტურიენტთა მომსახურება უწევთ, ავტობუსები გადაიყვანენ თბილისის N39, N103, N133, N147, N175, N177, N191 და N207 საჯარო სკოლების მიმდებარედ, სადაც განთავსებული იქნება საგამოცდო ცენტრები. აღნიშნულ დროებით მარშრუტებზე, ავტობუსები…

მეტი...

საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ 4 კანდიდატი წარედგინა

საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ 4 კანდიდატი წარედგინა. განცხადებაში ნათქვამია, რომ იურისტი და ადვოკატი დავით ბარბაქაძე ორგანიზაციამ ,,მეგობრობის ხიდი – ქართლოსი” წარმოადგინა, იურისტმა და ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა. იურისტი და ადვოკატი ლაზარე ჯორბენაძე პარტია ,,საქართველომ” წარმოადგინა. მათი ცნობით, კიდევ ერთი კანდიდატია გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, რომელიც განცხადების მიხედვით, აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა, რომლებიც იმავდროულად პროკურორები არიან და ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია – ,,სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა” წარმოადგინეს. ,,ასევე გიორგი გაბიტაშვილს მხარდაჭერა საქართველოს პროკურატურის 463-მა პროკურორმა და გამომძიებელმა გამოუცხადა. ამ ეტაპზე სულ 9…

მეტი...

,,პირობები, რომლებიც პუტინმა წამოაყენა უკრაინაში ომის დასასრულებლად, ,,მიუღებელია” – ტრამპი

ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატებს, ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი სატელევიზიო დებატები გაიმართა. ტრამპი არაერთხელ დაესხა თავს ბაიდენს ეკონომიკასა და მის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ბაიდენმა საპასუხოდ ისაუბრა მის ნასამართლეობაზე და 2020 წლის არჩევნების საკითხზე. საუბარი არაერთ საკითხთან ერთად შეეხო უკრაინაში რუსეთის ომსაც. ბაიდენის თქმით, ვლადიმირ პუტინი არის ,,ომის დამნაშავე”, რომელსაც სურს აღადგინოს ,,ძველი საბჭოთა იმპერიის” ნაწილი. ,,როგორ ფიქრობთ, მას სურს უკრაინაში გაჩერება?… როგორ ფიქრობთ, რა დაემართება პოლონეთს, ბელარუსს, ნატოს იმ ქვეყნებს?”- თქვა მან. მისი თქმით, ტრამპმა პუტინს უთხრა, გააკეთე , ,,რაც გინდა”, რაც ტრამპმა უარყო. კითხვაზე, მისაღებია თუ არა პუტინის…

მეტი...

,,ფეხბურთმა ისევ გააერთიანა მთელი ქვეყანა და გვაჩუქა სიამაყის განცდა, რომ ამ პატარა ქვეყანას უდიდესი პოტენციალი აქვს” – კალაძე

„გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელების თაობა და სახელმწიფოს სწორი პოლიტიკით შევძელით იმ შედეგის მიღწევა, რაც თუნდაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს და ყველა გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიულოცა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლა. „მინდა, სრულიად საქართველოს, ყველა ადამიანს, ვისაც ქვეყნის, სპორტსმენების წარმატება უხარია, მივულოცო ეს გამარჯვება. მართლაც სასიხარულოა, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ევროპის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. გავედით მერვედფინალში, რაც ძალიან მაგარია. პორტუგალიის ნაკრები 2:0 დავამარცხეთ, ჩვენმა ბიჭებმა კი საუკეთესო თამაში აჩვენეს. მინდა, ყველა მათგანს მადლობა…

მეტი...

ქართველი გულშემატკივრები ესპანეთი-საქართველოს შორის დაგეგმილი მატჩის პირდაპირ ეთერში ყურებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კვლავ შეძლებენ

,,ქართველი გულშემატკივრები საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგი თამაშის ღია ჩვენებაზე დასწრებას, 30 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კვლავ შეძლებენ”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული მატჩის ჩვენების პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს. „ყველა გულშემატკივარს, ვისაც სურვილი აქვს, უქომაგოს ეროვნულ ნაკრებს, მობრძანდით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. ჩვენებაზე დასწრება უფასოა. ტერიტორიაზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სტადიონის გარეთ კი მოეწყობა კვების ზონა. იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან,…

მეტი...

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაბომბვის შედეგად განადგურდა რადიაციული მონიტორინგის სადგური – IAEA

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატმოურ ელექტროსადგურთან (ZNPP) დაბომბვამ და ხანძარმა გაანადგურა გარე რადიაციული მონიტორინგის სადგური. მონიტორინგის სადგური ატომური ელექტროსადგურიდან 16 კილომეტრში მდებარეობდა. ამჟამად, 14 ასეთი სადგურიდან ოთხი, რომლებიც მოქმედებდნენ ომის დაწყებამდე, არ ფუნქციონირებს, აღნიშნავს IAEA. ,,ადგილზე რადიაციული მონიტორინგის აღჭურვილობის ფუნქციონირება ბირთვული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია მთელს მსოფლიოში. ეს სისტემები მნიშვნელოვანია რადიაციული დონის მუდმივი მონიტორინგისთვის და, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, მიმდინარე და პოტენციური რადიოლოგიური ზემოქმედების სწრაფი შეფასებისთვის და შეიძლება საჭირო გახდეს დამცავი ქმედებები”, – განაცხადა IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ. IAEA-ს ინსპექტორებმა აღნიშნეს, რომ მათ, რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო, ტერიტორიის…

მეტი...

რუსეთში, ტამბოვის ოლქში, ნავთობის ბაზაზე დრონით თავდასხმა იყო

დილით დრონით თავდასხმა იყო რუსეთში კიდევ ერთ ნავთობის ბაზაზე. ტამბოვის ოლქის გუბერნატორის, მაქსიმ ეგოროვის თქმით, უკრაინული დრონით თავდასხმა მიჩურინსკის მუნიციპალურ ოლქში მოხდა და გაჩნდა ხანძარი. მისივე თქმით, მსხვერპლი არ ყოფილა, ხოლო ბაზიდან უახლოესი დასახლება 3 კილომეტრშია და თუ საჭიროება იქნება, მოხდება მოსახლეობის ევაკუაცია. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ცეცხლი ლოკალიზებულია და ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

მეტი...

,,მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, განმარტოს განზრახვები, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ გზას” – EU-ს ლიდერები

ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საბჭო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ,,კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, წარმოადგენს კანდიდატის სტატუსის შესახებ კომისიის რეკომენდაციაში გათვალისწინებულ ნაბიჯებთან დაკავშირებით უკუსვლას. ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განმარტონ თავიანთი განზრახვები, არსებული მოქმედების კურსის შეცვლით, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ გზას, რაც დე ფაქტო იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას”, – ნათქვამია განცხადებაში. ევროპული საბჭო მოუწოდებს შეწყდეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის აქტები. ასევე, მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი…

მეტი...

,,საქართველოში ელიტები ბლოკავენ ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმებს” – ო’ბრაიენი

,,საქართველოში ელიტები ბლოკავენ ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმებს”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საუბრობს, სადაც გაიმართა მოსმენა თემაზე „2025 ფისკალური წლის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ბიუჯეტის მოთხოვნა ევროპისთვის“. მისი თქმით, აშშ-ის დანახარჯების ნაწილი ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ხმარდება, ბოლო 2 წლის განმავლობაში კი კონსოლიდაციის ისტორიული მოძრაობა იყო. ,,ევროკავშირს შეთავაზებები ჰქონდა ცხრა ქვეყანასთან, როგორც გარკვეული მომავლის მქონესთან ევროკავშირში. ნატოსაც ჰქონდა დისკუსიები ამ ქვეყნების კავშირში გაწევრიანების ან მათთან დაახლოების შესახებ. ასეთი ქვეყნებიდან ზოგიერთში გარკვეულ რეაქციებს ვხვდებით, მაგალითად, საქართველოში, უნგრეთში, თუმცა, უნგრეთი უკვე…

მეტი...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ამირან ზოიძე დაიღუპა

რუსეთ-უკრაინის ომს კიდევ ერთი ქართველი სამხედრო შეეწირა. ავდიივკის მიმართულებაზე მიმდინარე ბრძოლებში, ოკუპანტებთან დაპირისპირებაში გმირულად დაეცა სპეც.დანაყოფ ,,თბილისის” მებრძოლი ამირან ზოიძე. ამის შესახებ სპეც-დანაყოფის Facebook-გვერდზე ინფორმაცია დღეს გამოქვეყნდა. უკრაინაში რუსეთის საომარ მოქმედებებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მეტი...

საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათზე დაიწყება

საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს, 28 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება. ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, მატჩზე დასწრების მსურველებისთვის ბილეთების შეძენა UEFA-ს ბილეთების პორტალზე იქნება შესაძლებელი.

მეტი...